Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მწერს გამოზამთრების საშუალება არ უნდა მივცეთ,'- იმერეთის ხუთ მუნიციპალიტეტში აზიურ ფაროსანას ებრძვიან

თარიღი : 13-09-2017, 16:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის ხუთ მუნიციპალიტეტში ხელისუფლება მომავალი კვირიდან მავნე მწერის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარებას დაიწყებს. ხონში, ვანში, სამტრედიაში, წყალტუბოსა და ბაღდათში სოფლის რწმუნებულების გადამზადება, მოსახლეობაში საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება და მავნე მწერის საწინააღმდეგო სითხის დარიგება მომავალი კვირიდან მოხდება.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისათვის შექმნილ შტაბს იმერეთის რეგიონში ვიცე-გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი ხელმძღვანელობს. ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბრისას ხახალეიშვილი ამბობს, რომ მავნე მწერი არეალს აფართოებს, რის გამოც მასთან ბრძოლა რთულდება.

„გასულ წელს მწერმა გამოიზამთრა, რამაც მას გავრცელების საშუალება მისცა. აუცილებელია მოსახლეობას ჰქონდეს ინფორმაცია აზიური ფაროსანის შესახებ. უნდა მოხდეს ეზოების შეწამლვა, რომ მწერს ეზოებში პირობები არ დახვდეს. ანალოგიური ღონისძიებები გატარდა სამეგრელოში და ამ ღონისძიებებმა შედეგი მოგვცა,“ - ამბობს ვიცე-გუბერნატორი.

შეხვედრა, რომელზეც ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს დაგეგმავენ, 15 სექტემბერს, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში არის ჩანიშნული. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გამგებლები, სოფლების რწმუნებულები და სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრებიან.

ცნობისთვის, მავნე მწერმა იმერეთის რეგიონში მოსახლეობას ნათესები გაუნადგურა.


ნანახია: 2586-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბრისას აღნიშნა,
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანში მავნე მწერი აზიური ფაროსანა მოსახლეობას სახლებში შეესია.
მავნებლის საწინააღმდეგო პესტიციდები იმერეთის მხარის სამი მუნიციპალიტეტის- ვანის, ხონისა და სამტრედიის მცხოვრებლებმა მიიღეს.
ქუთაისში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა 2 აგვისტოს, ღამით ჩატარდა.
შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური ღონისძიებები მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება. მონიტორინგის

ამინდი