Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

2019 წლის ბოლოდან სათამაშოების უსაფრთხოებას კანონი დაარეგულირებს

თარიღი : 13-09-2017, 13:39 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ეკონომიკის სამინისტრო სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ევროდირექტივის ამოქმებას გეგმავს. სამინისტროს სავაჭრო მოლაპარაკებებისა და DCFTA- ის კოორდინაციის სამმართველოს ხელმძღვანელმა გიორგი ჩიტაძემ „კომერსანტთან“ განაცხადა, რომ 2018 წელს უწყება ბაზრის ზედამხედველბის შესახებ კანონს მიიღებს, რომელიც სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ევროდირექტივას მოიაზრებს.

გიორგი ჩიტაძის განმარტებით, ბაზრის ზედამხედველობის სისტემის ჩამოყალიბებისთვის კანონმდებლობის პირველად ვერსიაზე მუშაობა უკვე დასრულებულია.

„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, სათამაშოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ქართული კანონმდებლობა ევროპისას უნდა დაუახლოვდეს. ევროდირექტივის შესაბამისად, კანონმდებლობა 2019 წლის ბოლომდე უნდა ამოქმედდეს. ეს იქნება ტექნიკური რეგლამენტი. თუმცა, შესაბამისი კანონპროექტის პირვანდელ ვერსიაზე მუშაობა ფაქტობრივად დასრულებულია და ვფიქრობთ, მისი ამოქმედება ეტაპობრივად, უკვე 2018 წლიდან გახდება შესაძლებელი“, -აღნიშნავს ჩიტაძემ.

მისივე თქმით, ევროდირექტივა განსაზღვრავს, თუ როგორი პროდუქტი შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხოდ და ადგენს პარამეტრებს, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს ნივთი.

„ეს პარამეტრები სხვადასხვა პროდუქტზე სხვადასხვაა. რიგ შემთხვევაში შეიძლება იყოს საღებავის შემცველობა, რიგ შემთხვევაში დეტალებად დაშლის რაოდენობა, ასევე რამდენად დაცულია, რომ ელექტროშოკი არ გამოიწვიოს და ა.შ.“, - განაცხადა ჩიტაძემ.

როგორც ცნობილია, საქართველოს მიერ გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებება, DCFTA (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება) სხვა საკითხებთან ერთად, გულისხხმობს როგორც საქონლით, ისე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას. გარდა ამისა, DCFTA მოიცავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს (მაგ.: სურსათის უვნებლობა, კონკურენციის პოლიტიკა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ფინანსური მომსახურება და სხვა) და ითვალისწინებს ვაჭრობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან.


ნანახია: 1945-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან, მხარისა და ქუთაისის ხელმძღვანელობასთან
ამ სფეროში სახელმწიფომ კონტოლის მექანიზმი აუცილებლად უნდა დანერგოს.
ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე დეპუტატმა ქუთაისში ისაუბრა
სემინარს გაუძღვებიან ევროინტეგრაციის თემაზე მომუშავე წამყვანი მოწვეული ექსპერტები, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების

ამინდი