წყლის მიწოდების მოთხოვნით ქუთაისში მოსახლეობამ გზა გადაკეტა
თარიღი : 13-09-2017, 10:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

აქცია იყო ქუთაისში. თამარ მეფის 90 ნომერში მცხოვრებმა მოქალაქეებმა გზა გადაკეტეს. ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და წყლის მიწოდებას ითხოვენ.
ადგილობრივების თქმით, უკვე ორი კვირაა მათ საცხოვრებელ კორპუსს წყალი არ მიეწოდება. აქციაზე მცირე ინცინდენტიც მოხდა. განაწყენებული მძღოლი, რომელიც გზის დათმობას ითხოვდა, ბავშვს დაეჯახა, თუმცა მოზარდი არ დაშაებულა.
ამ დროისთვის გზა გახსნილია. აქციის მონაწილეებს პარტია "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ლატარია შეხვდა, რომელმაც დახმარება აღუთქვა.