Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აცივებასთან ერთად ფაროსანა სახლებსა და ტყეებში გადავა

თარიღი : 12-09-2017, 02:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, აცივებასთან ერთად ფაროსანა სახლებსა და ბუფერულ ზონებში გადავა.

როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ამჟამად ფაროსანა საკარმიდამო ნაკვეთებში ნაწილობრივაა გავრცელებული და მისი გავრცელება სამეურნეო კულტურების დამწიფებაზეა დამოკიდებული.

„როგორც იცით, ფაროსანა თავიდან იყო თხილში. თხილი ყველაზე ადრე მწიფდებოდა და აქედან გამომდინარე, თხილში დაიწყო და გავრცელება მოჰყვა სიმინდის ყანებში. როგორც იცით, შემოდგომით შემოდის სხვადასხვა ხილი და სხვადასხვა ხილის და ბოსტნეულის დამწიფების კვალობაზე, ფაროსანა ასევე გადადის საკარმიდამო ნაკვეთებში. მაგრამ, როგორც წესი, აცივებასთან ერთად ის ან იზამთრებს სახლებში ან ტყის პირებში, ტყეში, ქარსაფარ ზოლებში, ან ბუჩქებში, ბუჩქნარსა და ჭალებში გადადის. ეს არის მისი მარშრუტი, ვიდრე მიეცემა ზამთრის ძილს. ამჟამად საკარმიდამო ნაკვეთებში ნაწილობრივაა ფაროსანა გავრცელებული და გააჩნია იმას, რა ტიპის ხილია ამა თუ იმ ნაკვეთში, ან რა ტიპის სამეურნეო კულტურა მოჰყავს ამა თუ იმ ფერმერს,“ - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე განმარტებით, ამჟამად ფაროსანას ძირითადი გავრცელების არეალია სიმინდის ყანები (სადაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს ტექნიკით).


ნანახია: 1781-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბაღში სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარებით მავნებლის საწინააღმდეგოდ, შესაბამისი ღონისძიებები გატარდა.
სოციალური ქსელის მომხმარებელი ამბობს, რომ ფაროსანა ისე უნდა აწამოს, როგორც ის განადგურებული მოსავალი, რომელიც მოსახლეობისთვის
ინტერნეტში ვრცელდება მასალა, სადაც ინდაურები და ქათმები ფაროსნებს ჭამენ. მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ ფრინველის ხორცს
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბოსტნეულ კულტურებს მავნე მწერი ანადგურებს.
აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდადა 2016 წელს გავრცელდა. მ
2018 წელს 6 452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის გამოც, 459 ადამიანი დაიღუპა, 9 047 კი დაშავდა
ვიზიტის ფარგლებში, 24 იანვარს ხელი მოეწერება ქუთაისისა და იაშშის თანამშრომლობისა და დაძმობილების შეთანხმებას.

ამინდი