Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი ახალგაზრდის თვითმკვლელობის ვერსიები

თარიღი : 23-12-2013, 11:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, საფიჩხიაზე მცხოვრები ახალგაზრდის, ბექა ქელესაშვილის გარდაცვალების კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი უჭირთ მის ახლობლებს.
20 წლის ახალგაზრდა 20 დეკმბერს, მისსავე საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარე არხში გადახტა. ქელესაშვილის ცხედარი მაშველებმა ორდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ქელესაშვილის ნაცნობების ნაწილს მომხდარზე საუბარი არ სურს, ნაწილი კი მომხდარს უბედურ შემთხვევად აფასებს. ნაცნობები 20 წლის ახალგაზრდას დადებით პიროვნებად ახასიათებენ და აცხადებენ, რომ მათთვის მოულოდნელი იყო მისი ამგვარი ქცევა.
„არავინ იცის რა როგორ იყო. დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით. უბედური შემთხვევა იყო,“ - ამბობს გარდაცვლილის მეგობარი.
„ბექა ჩემი უბნელი იყო. ძალიან კარგი ადამიანი. არ ვიცი რისთვის მოხდა ეგ ამბავი. ძალიან მეწყინა,“ -ამბობს გარდაცვლილის ნაცნობი თეკლა ბარდაველიძე.
ბექა ქელესაშვილის ერთ-ერთმა ნაცნობმა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა, განაცხადა, რომ გარდაცვლილის ოჯახს მატერიალურად უჭირდა, ხოლო თავად გარდაცვლილი სტუდენტი იყო, არსად მუშაობდა და თვითმკვლელობა დეპრესიის ფონზე ჩაიდინა.
„მომხდარის კონკრეტული მიზეზი არ იციან. ძალიან პატიოსანი ბავშვი იყო. არც ძველი ბიჭი იყო. დეპრესიის ფონზე დაემართა რაც მოუვიდა. თან ნასვამი ყოფილა. მის ოჯახში ძალიან მშრომელი ხალხია, მაგრამ ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირდა. თვითონ არ მუშაობდა. მამამისი მეწაღეა და ეხმარებოდა ხოლმე რაღაცებზე. ძმა ჰყავს. მეტი არაფერი ვიცი, რადგან თავადაც გაოცებულია ყველა მომხდარით და კონკრეტულ მიზეზს ვერავინ ასახელებს,“ - ამბობს გარდაცვლილის მეგობარი.

წყარო: news.ge


ნანახია: 2908-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ორდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა ქუთაისში მცხოვრები 21 წლის ახალგაზრდის, ბექა ქელესაშვილის იმავე არხში იპოვეს, სადაც ის გადახტა.
ბელგიაში ქუთაისელი, 27 წლის მირზა გოლეთიანი გარდაცვლილი იპოვეს.
ოჯახის ახლობლები სამაშველო სამსახურის მისამართით უკმაყოფილებას გამოხატავენ. მათი თქმით, სამაშველო სამსახურმა სათანადო რეაგირება
გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, რომ მირზა ბუჩუაძე თურქეთიდან, სადაც სამუშაოდ იმყოფებოდა, შემთხვევის დღეს დაბრუნდა.
იტალიაში გარდაცვლილი ქართველი თამარ ტრაპაიძის გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
ახალგაზრდის დაკრძალვის ხარჯები ოჯახს არ აქვს და დახმარებას საზოგადოებას სთხოვენ.

ამინდი