Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოს პარლამენტის წევრთა ქცევა 'ეთიკის კოდექსით' გაკონტროლდება

თარიღი : 10-09-2017, 13:40 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
„ეთიკის კოდექსის“ სამუშაო ვერსია უკვე შემუშავებულია, რომელიც ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობის ფარგლებში მომზადდა. კოდექსის დეტალებზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა „პირველ არხთან“ ისაუბრა.

მისი თქმით, დოკუმენტის სამუშაო ვერსია პარლამენტის წევრის სტატუსიდან გამომდინარე, დეპუტატის ქცევას ადგენს და წესებს განსაზღვრავს, რაც მან თავისი საქმიანობისას, ასევე კოლეგებთან, თანამშრომლებთან, მედიასთან, სხვა ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას უნდა გაითვალისწინოს.

პარლამენტის წევრისთვის ეთიკის კოდექსის დაცვა სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია სანქციები. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუკი დეპუტატი ეთიკის კოდექსით განსაზღვრულ ნორმებს არ დაიცავს, მას შესაძლოა, ფულადი სანქცია დაეკისროს, ან საერთაშორისო მუდმივმოქმედ დელეგაციებსა და ოფიციალურ ვიზიტებში მონაწილეობა გარკვეული დროით შეუჩერდეს.

რაც შეეხება ქცევის წესებს, „ეთიკის კოდექსის“ სამუშაო ვერსიის მიხედვით, პარლამენტის წევრი ვალდებულია, საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა რეგლამენტით დადგენილი წესით მიიღოს. ასევე, ხელმისაწვდომი გახადოს სამსახურეობრივი საკონტაქტო ინფორმაცია.

ამას გარდა, დოკუმენტის მიხედვით, პარლამენტის წევრმა საკუთარი სტატუსი და პრივილეგიები ოჯახისა და ახლო ნათესავების ინტერესების სასარგებლოდ არ უნდა გამოიყენოს.

„ეთიკის კოდექსის“ სამუშაო ვერსიით ასევე გათვალისწინებულია პარლამენტის წევრთა მიერ სხვისადმი მიმართვის ფორმები. კერძოდ, დოკუმენტით, პარლამენტის წევრმა პარლამენტის სხვა წევრებსა და მოქალაქეებს პატივისცემით უნდა მიმართოს. დეპუტატმა მოქალაქეებთან ურთიერთობისას, საჯარო გამოსვლისას და საპარლამენტო დებატების დროს კორექტული ლექსიკა უნდა გამოიყენოს.

დოკუმენტის თანახმად, პარლამენტში დაუშვებელია შეურაცხმყოფელი, პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებები და უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლები და სიძულვილის ენის გამოყენება.

„ეთიკის კოდექსის“ სამუშაო ვერსიით ასევე გათვალისწინებულია ეთიკის საბჭოს შექმნაც, რომელიც პარლამენტის წევრების მიერ ეთიკური ნორმების დარღვევაზე იმსჯელებს.

საკანონმდებლო ორგანოს „ეთიკის კოდექსი“ განსახილველად საშემოდგომო სესიაზე წარედგინება და არ არის გამორიცხული, დოკუმენტმა გარკვეული ცვლილება განიცადოს.


ნანახია: 1788-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კოდექსის თანხმად, კომისიის ყველა წევრმა პირადი ხელმოწერით დაადასტურა, რომ დაიცავს საარჩევნო კანონმდებლობას, იქნება დამოუკიდებელი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი, ქუთაისში ბინის ქირისთვის
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მომზადებული კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, პარლამენტი ქუთაისში რჩება.
პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ამინდი