Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი დაწესებულებიდან რამდენიმე პატიმრის გაქცევის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

თარიღი : 9-09-2017, 10:04 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გოჩა ბაკურაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაწესებულებიდან რამდენიმე პატიმარი გაიქცა.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ იმ პაციენტთაგან, ვისაც არ აქვს სტაციონარის დატოვების უფლება სპეციალური გადაწყვეტილების გარეშე, მათ შორის არიან იძულებით მკურნალობაზე მყოფი პაციენტები და მსჯავრდებულები, არავის სტაციონარი არ დაუტოვებია.

რაც შეეხება ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფ, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივ მოქალაქე- პაციენტებს, მათ ყოველთვის აქვთ უფლება მოვიდნენ, განაცხადონ ინფორმირებული თანხმობა მკურნალობაზე და ასევე მათი ნებაა, შეწყვიტონ მკურნალობა და წავიდნენ. დღეს ასეთი 20 პაციენტი გაეწერა კლინიკიდან“, - განაცხადა გოჩა ბაკურაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან რამდენიმე პატიმარი გაიქცა. პატიმრებმა კედელი გაანგრიეს.

ipn.ge


ნანახია: 3939-ჯერ

მსგავსი სიახლეები
3-მა პატიმარმა ფსიქიატრიული დაწესებულების კედელი გაანგრია და გაქცევა ამ ფორმით მოახერხა.
სამედიცინო დაწესებულება 700–მდე პაციენტზეა გათვლილი.
ხონის ფსიქიატრიულში პაციენტი ცემით მოკლეს - ქვეყანა, სადაც მძიმე პაციენტებს მკურნალობის ანცვლად აწამებენ.

ამინდი