'შეაგროვე სიხარული,'- ქუთაისში სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება
თარიღი : 7-09-2017, 17:42 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი

13 სექტემბერს, ქუთაისის ცენტრალურ ბაღში სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი აერთიანებს საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა სოციალურ საწარმოს. ღონისძიება დატვირთული იქნება შემეცნებითი და გასართობი აქტივობებით, ადგილზე გაიყიდე სოციალური საწარმოების მიერ დამზადებული ხელნაკეთი პროდუქცია. აქ ნახავთ როგორც სუვენირებს ასევე სათამაშოებსა და საოჯახო ნივთებს.
ფესტივალი დევიზით „შეაგროვე სიხარული“ მოივლის მთელ საქართველოს.
ფესტივალი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობით/დასაქმების ხელშეწყობით და მათი რესურსების გამოყენებით უზრუნველყოს საქართველოში სოციალური მეწარმეობის თემის პოპულარიზაციას, რათა გაზარდოს სხვადასხვა სოციალური მიზნის მქონე საწარმოების ცნობადობა და ხელი შეუწყოს მათ მდგრად განვითარებას.
ფესტივალის ორგანიზატორია სოციალურ მეწარმეთა ალიანსი, ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერია საქართველის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო - სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდი, ასევე, ფესტივალის პატრნიორია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.