'ქართული ოცნება' ქუთაისში პარლამენტის შენობის რეაბილიტაციას და ადგილზე სკვერის მოწყობას გეგმავს
თარიღი : 6-09-2017, 15:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით ხელისუფლების გეგმებზე საუბრობს.
კობახიძის თქმით, ხელისუფლება შენობის რეაბილიტაციას და მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობას გეგმავს.
„მოკლედ მინდა მოგახსენოთ იმ გეგმების შესახებ, რომელიც ჩვენ ქუთაისის პარლამენტის შენობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გვაქვს. მოსაწესრიგებელია შენობა. ასევე, შენობის მიმდებარე ტერიტორია. რეაბილიტაციას საჭიროებს პარლამენტის შენობა. პირველ რიგში გადახურვა. არის სერიოზული პრობლემები. როგორც მოგეხსენებათ, წყალს ატარებს არსებული გადახურვა. წყალს ატარებს შუშის კონსტრუქცია და ტემპრატურიას ვერ ვარეგულირებთ. მოსაწყობია ავტოსადგომი, მოსაწესრიგებელია შესასვლელი. გვინდა მოვაწყოთ პარკი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც საჩუქარი იქნებოდა ქუთაისის მოსახლეობისათვის და ეს პარკი იქნებოდა საზოგადოებრივი მოხმარების. დაწყებული გვაქვს ამ საკითხზე მუშაობა,“ - განაცხადა კობახიძემ.