ქუთაისელი სტუდენტების საახალწლო განწყობას პორნო პოეზია უზრუნველყოფს
თარიღი : 22-12-2013, 13:48 | კატეგორია: საზოგადოება

ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა საახალწლო საღამოსთვის ემზადება. 25 დეკემბერს, რესტორან “გრანდ პალასში”, სტუდენტების საახალწლო განწყობის შესაქმნელად ჯგუფი “მწვანე ოთახი” და “პორნო პოეზია” იზრუნებს. თვითმმართველობის პრეზიდენტის, ირაკლი ჯიშკარიანის თქმით, საღამოზე აწსუს რექტორატი და სტუმრები ქუთაისის მერიიდან იქნებიან მოწვეულები. სტუდენტებს საახალწლო საღამოზე მოხვედრა სტუდენტურ თვითმმართველობაში რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეეძლებათ. სტუდენტები საღამოზე კლასიკური ტანისამოსით უნდა მივიდნენ.
“უნივერსიტეტში დაახლოებით 10 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს და არ არსებობს ადგილი, სადაც ამდენი ადამიანი დაეტევა. თუმცა, ვფიქრობ საღამოზე დასწრების სურვილი ვისაც ექნება, ყველა მოხვდება,” – განაცხადა ირაკლი ჯიშკარიანმა.
აწსუს სტუდენტური თვითმმართველობა “გრანდ პალასში” მისულ სტუდენტებს შარშანდელი საღამოსგან განსხვავებით მეტ სანახაობას და სიურპრიზებს ჰპირდება.
წყარო: StudPress.ge