'მოსახლეობისგან იღებენ თანხებს, რომ საგარეო ვალი დაიფაროს',– რატომ დაიწყო ლარმა გაუფასურება?
თარიღი : 5-09-2017, 14:58 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები

„ქვეყანას სხვა შემოსავალი რადგან არ აქვს, ისევ შიდა მობილიზაციას ახორციელებენ და ხალხისგან იღებენ თანხებს, რომ ვალები დაიფაროს“, – ასე აფასებს ბოლო დღეებში ლარის გაუფასურებას ფინანსისტი დავით წიქარიძე. მისივე თქმით, ლარის გაუფასურება ხელოვნურად მართული პროცესია და ამით ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის დაგროვებას ცდილობს.
„პროცესები ხელოვნურად იმართება, ამაში ეჭვი არ მეპარება. თუმცა პროცესის მართვა შეიძლება დადებითიც იყოს. წლის ბოლომდე სახელმწიფოს ვალის მომსახურების საკითხი აქვს მოსაგვარებელი. ჩემი ვარაუდით, ეროვნული ბანკი ცდილობს რეზერვები გაზარდოს, სავალუტო სახსრები მოაგროვოს, რათა ვალების დაფარვა მოხდეს. ახლა ზაფხულის სეზონია, სავალუტო შემოსავლები გაიზარდა. ამის ფონზე დოლარზე დეფიციტი რომ არ არის, ეროვნული ბანკი დოლარის შესყიდვას რომ აგრძელებს და ამას არც მალავს, ამიტომაც მგონია, რომ ეს სახელმწიფო ვალების გასტუმრებასთან არის დაკავშირებული. ჩემი ინფორმაციით, ეროვნულ ბანკში რეზერვის აუცილებელი ზომა უკვე არის და დამატებითი რესურსების მოზიდვა სხვა ვერაფრით აიხსნება, თუ არა საგარეო ვალის მომსახურება“, - აღნიშნა წიქარიძემ.
მისი შეფასებით, სხვა გამოსავალი სახელმწიფოს არ აქვს და საგარეო ვალის დაფარვა ხალხის ჯიბიდან ამიტომაც ხდება: „სწორია თუ არასწორია, ამაზე პასუხის გაცემა ძნელია, რადგან ვალი გვაქვს გასასტუმრებელი. მაშინ რა ქნას ეროვნულმა ბანკმა? თუ ვალს არ გავისტუმრებთ, ქვეყანაში დეფოლტი გამოცხადდება და დაინგრევა. ქვეყანას სხვა შემოსავალი რადგან არ აქვს, ისევ შიდა მობილიზაციას ახორციელებენ და ხალხისგან იღებენ თანხებს, რომ ვალები დაიფაროს. ინვესტიციები დიდად არ იზრდება და ამდენად, სახელმწიფოს სხვა გამოსავალი არ აქვს“.
კითხვაზე, მომავალში კიდევ უნდა ველოდოთ თუ არა ლარის გაუფასურებას, დავით წიქარიძის თქმით, ახლო მომავალში მცირედი გაუფასურება იქნება, წლის ბოლოს კი გაუფასურება უფრო მეტად მოხდება.
„სამწუხაროდ, გაუფასურება, დროებითი პროცესები არ არის. ამ ვალს დავფარავთ, შემდეგ ახალი ვალი გვექნება გასასტუმრებელი, შემდეგ კიდევ სხვა პრობლემა გამოჩნდება. როგორ მოიქცევა ასეთ დროს ეროვნული ბანკი, ეს უკვე მათი პოლიტიკის და მიდგომის საკითხია. რეალურად მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ ახლო მომავალში ლარი ცოტათი კიდევ გაუფასურდება. წლის ბოლოსკენ სხვა გადასახადები, ბიუჯეტების შესრულება და პრობლემები რომ დაგვემატება, ლარის გაუფასურება ალბათ, უფრო მეტად მოხდება“, - აღნიშნა წიქარიძემ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით თითქმის ოთხი თეთრით გაუფასურდა. რამდენიმეთვიანი სტაბილურობის შემდეგ, ეროვნული ვალუტის გაუფასურება 24 აგვისტოდან დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 31 აგვისტოს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარი 2,4274 ლარია, ხოლო ბლუმბერგის პლატფორმაზე 1 დოლარი 2,4300-2,4320 ლარად ივაჭრება.
აღსანიშნავია, რომ შარშან, ამ დროს ერთი დოლარის ღირებულება საშუალოდ 2,31 ლარს შეადგენდა და მკვეთრად გაუფასურების პროცესი 27 სექტემბრიდან დაიწყო. ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების პიკს 2016 წლის 21 დეკემბერს მიაღწია, როდესაც ერთი დოლარი 2,8 ლარი ღირდა.
შემდგომ ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო, უკვე ზაფხულში კი ლარი დოლარის მიმართ 2,38–2,39 ნიშნულზე დაბალანსდა. იმისათვის, რომ ეროვნული ვალუტის მკვეთრი გამყარება არ მომხდარიყო, ეროვნულმა ბანკმა ზაფხულის განმავლობაში ბაზრიდან 110 მილიონი დოლარი ამოიღო. კერძოდ, 19 ივნისს გამართულ სავალუტო აუქციონზე სებ–მა 10 მილიონი დოლარი იყიდა, 20,26,28 ივნისს, 1–ელ და 7 აგვისტოს კი 20–20 მილიონი დოლარი.
commersant.ge