Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მარტოხელა ქალბატონი სახელმწიფომ დახმარების, შუქის და საკვების გარეშე დატოვა

თარიღი : 5-09-2017, 10:13 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მცხოვრები ნელი გეწაძე სოციალური შემწეობის გარეშეა დარჩენილი. სახელმწიფოს დახმარება ქალბატონს გადამოწმების შედეგად შეუწყდა. ნელი გეწაძე ამბობს, რომ ვერც პენსიას იღებს, რადგან დახმარება წინასწარ ჰქონდა გამოტანილი, პენსია დაუქვითეს. ნელი გეწაძე მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო კომუნალური გადასახადების გადახდას და საკვების შეძენას ვერ ახერხებს.

"აგენტი რომ მოუვიდა, ჯერ წესიერად არ უნახავს არაფერი და მერე დერეფანი გაქვს დიდიო. დერეფანი თუ დიდია, ეგ ჩემ იხომ არ არის? საერთო საცხოვრებელია და საერთო სარგებლობისაა დერეფანიც. ორი შვილი მყავს. ერთი ქირით ცხოვრობს ცოლ-შვილთან ერთად. ქირას ძლივს იხდიან და მე რას დამეხმარებიან. მეორე შვილი ავადმყოფია და მას იქეთ სჭირდება ჩემი მიხმარება. შუქი არ მაქვს ბინაში, არც წყალი და გაზი გამაჩნია. ხანდახან კარტოფილს თუ ვიყიდი, მეზობელს ვთხოვ, რომ მომახარშინოს. ეს არის "ქართული ოცნება" და ეს არის ცხოვრება?,"- ამბობს ნელი გეწაძე.
http://www.picz.ge/img/s2/1709/5/5/596ed0678fac.jpg
სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სერვის-ცენტრში აცხადებენ, რომ გადამოწმების შედეგად ნელი გეწაძეს მაღალი სარეიტინგო ქულა დაუფიქსირდა, რის გამოც ის შემწეობის მიმღებ პირთა სიიდან ამოვარდა.


ნანახია: 2110-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მცხოვრები ლელი მუშკუდიანი სახელმწიფოსგან სოციალური შემწეობის აღდგენას ითხოვს
ამ ეტაპზე სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა შორის მრავალსულიანი და მრავალშვილიანი ოჯახები ჭარბობენ.
იმის გამო, რომ საკვების შეძენას ვერ ახერხებს, შვილები სოფელში, ახლობელთან გაუშვა, თავად კი შეჩერებული შემწეობის აღსადგენად
ქუთაისში, ზურაბ ანჯაფარიძის 19 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინადრები წყალმომარაგების კომპანის მხრიდან უსამართლობაზე
დიანა ნიქაბაძე ამბობს, რომ დახმარება მისი შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა. ქალბატონს არც პენსია აქვს. ნიქაბაძეს საპენსიო
ოჯახი ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

ამინდი