ქუთაისის საპატრულო პოლიციას ხვალიდან ახალი მანქანები ეყოლება
თარიღი : 22-08-2013, 14:51 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ამ დროისათვის ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. აღნიშნულის მიზეზი ქალაქში ახალი საპატრულო მანქანების შემოყვანაა. აღნიშნული მანქანები ამ წუთებში ცენტრალურ მოედანზე არის მობილიზებული. როგორც იმერეთის მთავარ სამხარეო სამმართველოში აცხადებენ, პატრულის ეკიპაჟებისათვის ახალი მანქანების გადაცემა ხვალ მოხდება.