Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის რეგიონში დახმარების მიმღები ოჯახების რაოდენობა შემცირდა

თარიღი : 5-09-2017, 09:36 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სერვის-ცენტრმა რეგიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების ახალი მეთოდოლიგიით გადამოწმება დაასრულა. სერვის ცენტრის უფროსის ნინო ჭიღლაძის თქმით, გადამოწმების შედეგად, შემწეობის მიმღები ოჯახები შემცირდა, ხოლო მიმღებთა რაოდენობა გაიზრდა.

"ყურადღება ექცევა მრავალშვილიან ოჯახებს და იმ ოჯახებს, სადაც არასრულწლოვნები ცხოვრობენ.ამ დროისათვის იმერეთის რეგიონში საარსებო შემწეობის მიმღები 19 480 ოჯახია, რაც სოციალური შემწეობის მისაღებად დარეგისტრირებულთა 41.5%-ს შეადგენს. რაც შეეხება ქუთაისს, აქ სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას 2738 ოჯახი იღებს. ეს მაჩვენებული დარეგისტრირებული ოჯახების 38%-ია," - ამბობს ნინო ჭიღლაძე.

სოციალური მომსახურების სააგენტო ამ ეტაპზე იმ ოჯახებს ამოწმებს, რომელთა დეკლრაციაში ცვლილებებია ან რომლებიც ახლა დარეგისტრირდნენ. რაც შეეხება ფულად შემწეობას, ის ასე გამოიყურება: 30 000 სარეიტინგო ქულაზე ოჯახის ყველა წევრი 60 ლარს იღებს, 30 000-დან 57 000 ქულამდე შემწეობის ოდენობა 50 ლარია, 57 000 ქულიდან 60 000 ქულამდე -40 ლარი, ხოლო 65 000 ქულამდე 30 ლარი. გარდა ამისა, იმ ოჯახებს, სადაც 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირია, 10 ლარი ემატებათ.


ნანახია: 1931-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამ ეტაპზე სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა შორის მრავალსულიანი და მრავალშვილიანი ოჯახები ჭარბობენ.
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების ყველაზე დიდი რაოდენობა ქუთაისშია.
საქართველოში სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ადამიანებისთვის ყოველთვიურად სახელმწიფოსგან დაახლოებით 22 მილიონი ლარი გამოიყოფა.
საქართველოს მოსახლეობის 12,2% სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობს. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის

ამინდი