Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონის სოფელ გოჩა ჯიხაიშის სკოლა ახალ სასწავლო წელს მოსწავლეებს დამპალი იატაკით ხვდება

თარიღი : 4-09-2017, 17:10 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყება. ახალი სასწავლო წლის სიხარულს ვერ გრძნობენ იმ სკოლებში, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს. ერთ-ერთი მათგანი ხონის სოფელ გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლაა. ისტორიული სკოლა რეაბილიტაციას საჭიროებს. სკოლაში ასაყრელია იატაკი, ინგრევა ჭერი და კედლები.
http://www.picz.ge/img/s3/1709/4/1/1e2f9d2f7a13.jpg
"ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია. 57 მოსწავლე გვყავს. ეს სკოლა მღვდელმა ლუკა ჩომახიძემ დააარსა და მის სახელს ატარებს. 1924-1928 წლებშია აშენებული სკოლის შენობა. კაპიტალურად არც ერთხელ შეკეთებულა. ჩვენ ჩვენი ძალებით შემოსასვლელის მოწყობა შევძელით. ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. შეიძლებოდა მოსწავლეები ჩავარდნილიყვნენ. მქონდა საუბარი ხემძღვანელობასთან და გვპიდებიან. რეაბილიტაცია აუცილებელია," - ამბობს სკოლის დირექტორი თამაზ ცაგარეიშვილი.

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მოსწავლისათვის საშიში პირობების მქონე 189 სკოლაა. აქედან 24 სკოლა იმერეთში მდებარეობს.

ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge სკოლის მდგომარეობის ამსახველ ფოტომასალას გთავაზობთ.
http://www.picz.ge/img/s4/1709/4/b/be24e749e733.jpg
http://www.picz.ge/img/s3/1709/4/d/da2c890eca3d.jpg


ნანახია: 3523-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს მასშტაბით, 189 საჯარო სკოლა ავარიულ მდგომარეობაში ფუნქციონირებს; ამათგან, 24 სკოლა იმერეთში მდებარეობს.
სოფელ გორდის სკოლა მცოცავ მიწაზე მდებარეობს, რის გამოც სკოლის შენობის კედლები დაბზარულია.
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში, სადაც სარეკონსტრუქციო სამუშაოები ერთი წლის წინ ჩატარდა, ჭერი ორჯერ ჩამოვარდა.

ამინდი