დევნილთა სანატორიუმს შესეული გველები და დაკბენილი დევნილები წყალტუბოში

წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩაე მდებარე სანატორიუმ "მეგობრობას" გველები შეესია. ქვეწარმავლებმა სანატორიუმში მცხოვრები ორი დევნილი ქალბატონი დაკბინეს.
იძულებით გადაადგილებული პირები ყვებიან, რომ ქვეწარმავლები შენობაში სარდაფიდან ხვდებიან და თავისუფლად გადაადგილდებიან.
"მოხუცი ქალბატონია. კიბეზე ადიოდა, როდესაც გველი შემოეხვია და უკბინა. გაუკეთეს შრატი, თუმცა ძალიან ცუდადაა. დღეს თუ ხვალ მოკვდები, არ ვიციო. დანგრევის პირას არის სანატორიუმის შენობა. ფანჯრები ამას არ აქვს, იატაკი და ჭერი. დევნილთა სამინისტრო კი ჩვენს აქედან გასახლებას ჯერ არ აპირებს. შიშით დავდივართ შენობაში. გველები ისე თავისუფლად დადიან, როდის შემოგვეხვევიან და გვიკბებენ, არ ვიცით," - ამბობს დევნილი ნინო კვანჭიანი.
დევნილთა შტაბში აცხადებენ, რომ ახალი ბინების გადაცემის მორიგი ეტაპი მაშინ დაიწყება, როდესაც 6 მშენებარე ობიექტი დასრულდება. 6 ობიექტზე კი ბინები 480 დევნილი ოჯახისათვის არის გათვალისწინებული. ახალი ბინები მიმდინარე კვირაში 429 ოჯახმა მიიღო.