წყალტუბოს ბიუჯეტს პარკის გასაწმენდად ახალი ტრაქტორის შეძენა 32 500 ლარი დაუჯდა
თარიღი : 2-09-2017, 00:15 | კატეგორია: ახალი ამბები

წყალტუბოს კეთილმოწობის ცენტრმა სარეველა ბალახების სათიბი კიდევ ერთი ტრაქტორი შეიძინა, რაშიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 32 500 ლარი დაიხარჯა. ახალ ტრაქტორს სათიბთან ერთად, საწმენდი ნიჩაბიც აქვს, რომელიც ზამთარში ბილიკების თოვლისგან საწმენდად გამოიყენება.
"ამიერიდან პარკის ტერიტორიას ორი ერთეული გასაწმენდი ტრაქტორი მოემსახურება. ცენტრალური პარკის 78 ჰა. ფართობის ძირითადი ნაწილი უკვე გაწმენდილია. მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს სათიბი სამუშაოები,"- ამბობს ააიპ „წყალტუბოს კეთილმოწყობის ცენტრის“ მმართველი მამუკა ქუთათელაძე.