ქუთაისში ბურჯანაძის პარტია გუნდმა დატოვა

ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა დავით წიტაიშვილმა პარტია დატოვა. წიტაიშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც ბურჯანაძის პარტია კახა კუკავას "თავისუფალ საქართველოს"-თან გაერთიანდა. დავით წიტაიშვილის თქმით, აღნიშნული გაერთიანება ქუთაისისათვის არაფრის მომცემია.
"დავტოვე პარტია. წარმატებებს ვუსურვებ მათ შემდგომ საქმიანობაში,"- აცხადებს წიტაიშვილი.
კითხვაზე, სად შეიძლება ვიხილოთ ბურჯანაძის პარტიის ყოფილი კადრი, დავით წიტაიშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მიერ გიორგი ჭიღვარიას მერობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში, ის ჭიღვარიას გუნდში გადავა.