Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბიუჯეტის ხარჯების ყველაზე დაბალ პროცენტს შრომით ანაზღაურებაზე ქუთაისის მუნიციპალიტეტი ხარჯავს

თარიღი : 1-09-2017, 15:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბიუჯეტის ხარჯების რამდენ პროცენტს ხარჯავენ ადგილობრივი თვითმმართველობები შრომის ანაზღაურებაზე, ამ თემით სააგენტო "ფაქტჩეკი" დაინტერესდა. როგორც ირკვევა, იმერეთში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტშია:

იმერეთის მხარეში 12 მუნიციპალიტეტია, სადაც ბიუჯეტის ხარჯებში შრომის ანაზღაურების მოცულობის პროცენტული მაჩვენებლით ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტები გამოირჩევიან (27.5% და 27.4%). ხოლო, იმერეთში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტშია, რომელიც მიმდინარე წელს 9.1% -ს შეადგენს. ჯამში, იმერეთის მხარის 12-ვე მუნიციპალიეტეტის შრომის ანაზღაურების მოცულობა 2017 წელს 22 702 900 ლარია, რაც 2016-2015 წლებში, შესაბამისად, 24 694 908 და 21 722 756 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება ფაქტ ჩეკის დასკვნას ის სრულად საქართველოს მოიცავს და ასე გამოიყურება:

კვლევამ აჩვენა, რომ 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, 70 მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) შრომის ანაზღაურების მოცულობა ჯამში 36 121 984 ლარით გაიზარდა (14.0%), ხოლო 2017 წლის გეგმა 6.4%-ით ნაკლებია და 276 260 082 ლარს შეადგენს. მიუხედავად ამისა, ჯამში, 2015 წლიდან ხარჯებში შრომის ანაზღაურების საშუალო პროცენტული მაჩვენებელი ზრდადია – 2015 წელს 24.0%, 2016 წელს 24.2% და მიმდინარე წლის გეგმის მიხედვით 25.2%.

კვლევით დადგინდა, რომ ბიუჯეტის ხარჯებში შრომის ანაზღაურების წილის პროცენტული მაჩვენებლის ზრდით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტი გამოირჩევა. ჯამში, ეს მაჩვენებელი 2015 წელს საშუალოდ 24.3% იყო, რაც 2017 წლის გეგმით 37.8%-ია. კლების კუთხით კი აღსანიშნავია სამცხე-ჯავახეთი, სადაც ეს მაჩვენებელი 2015 წელს 28.9% და მიმდინარე წელს 24.7%-ია. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებში შრომის ანაზღაურების მაღალი წილით ქვემო ქართლისა და რაჭა-ლეჩხუმის მუნიციპალიტეტებიც ხასიათდებიან.

მიმდინარე წელს, ხარჯებში შრომის ანაზღაურების ყველაზე მაღალი წილი ქედისა (55.1%) და ქობულეთის (51.3%) მუნიციპალიტეტებშია. 2017 წლის თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტის მიხედვით, შრომის ანაზღაურების პროცენტული წილი ხარჯებთან მიმართებაში ყველაზე დაბალია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში – 9.1%, ასევე, ქალაქ რუსთავის (12.3%), თერჯოლის (13.3%), ქალაქ გორის (13.5%) და ქალაქ ოზურგეთის (13.9%) მუნიციპალიტეტებში.


ნანახია: 2486-ჯერ

მსგავსი სიახლეები
განცხადებას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აკეთებს.
2012 წლის შემდგომ პროკურატურაში დასაქმებულ თანამშრომელთა ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯებიც.
ბოლო 5 წელიწადში, საქართველოში განქორწინების 46 031 შემთხვევა დაფიქსირდა.
კვლევაში ნათქვამია, რომ ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შრომის ანაზღაურება ხარჯების 27,7-%-ს შეადგენს.
ხარაგაულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის(თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი) სხდომაზე, კომისიის წევრებმა 2016 წლის საბიუჯეტო
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2015 წელს სულ 29 157 რეგისტრირებული ქორწინება დაფიქსირდა, 2016 წელს კი - 25