მესხიშვილის თეატრში გიორგი სიხარულიძე კოტე აბაშიძემ ჩაანაცვლა
თარიღი : 31-08-2017, 19:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს. კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პოსტზე კოტე აბაშიძე დაინიშნა.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე განაცხადი ექვსმა კანდიდატმა შეიტანა. მათგან სამი - ენდი ძიძავა, გიორგი შალამბერიძე და თორნიკე მარჯანიშვილი თეატრის თანამშრომლები, ხოლო კოტე აბაშიძე, მამუკა ტყემალაძე და გოგა თავაძე დამოუკიდებელი კანდიდატები იყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, თეატრის დასი მხარს ენდი ძიძავას კანდიდატურას უჭერდა. აღნიშნული მიზნით მსახიობები თბილისში, კულტურის მინისტრსაც შეხვდნენ.
მსახიობ მარიკა სამანიშვილის ინფორმაციით, მინისტრთან შეხვედრამდე ენდი ძიძავას კოტე აბაშიძემ დაურეკა და განუცხადა, რომ მიხეილ გიორგაძის გადაწყვეტილებით მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას ის დაიკავებდა.
თეატრის უკვე ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი სიხარულიძემ კი თუმანიშვილის თეატრში გადაინაცვლა.