Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'რატომ დავრჩით ბინების გარეშე, რატომ არის უსამართლობა?,' -ქუთაისში დევნილები სოზარ სუბართან შეხვედრას ითხოვენ

თარიღი : 31-08-2017, 12:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დევნილთა პროტესტის მეორე დღე ქუთაისში. იძულებით გადაადგილებული პირები დღეს დევნილთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოში მივიდნენ, სადაც ბინების განაწილების პროცესში უსამართლობაზე საუბრობდნენ.

დევნილთა განცხადებით, წლებია ისინი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, ასევე წლებია სამინისტრო მათ ბინებს პირდებათ და შესაბამისი ქულების არსებობის მიუხედავად, ამჯერადაც ბინების გარეშე დარჩნენ.

"ჩამოვიდეს მინისტრის, მოვიდეს, ნახოს რა პირობებში ვცხოვრობთ და ამის შემდეგ გვიპასუხოს, რატომ დავრჩით ბინების გარეშე, რატომ არის უსამართლობა?," - აცხადებენ დევნილები.

ადგილზე მობილიზებულ იყო საპატრულო პოლიცია, რადგან კარების აჭედვით იმუქრებოდნენ სამმართველოს შენობაში შეკრებილი დევნილები.

დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, ბინების მიღების სურვილს 4 000 დევნილი გამოთქვამდა. აქედან მოცემულ ეტაპზე უწყება მხოლოდ 429 დევნილის ბინით დაკმაყოფილებას ახერხებს. მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ პროცესი გამჭვირვალეა, ხოლო იმ დევნილებს, რომელთაც ბინების განაწილებასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ, კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან.


ნანახია: 1535-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცნობისთვის, ახალი ბინების მიღების თხოვნით დევნილთა შტაბში 4 000-მდე განცხადება შევიდა. აქედან ბინას მხოლოდ 429 ოჯახი იღებს.
დევნილთა სამმართველოს შენობაში შეჭრილი დევნილები გზის გადაკეტვითაც იმუქრებოდნენ.
დევნილთა ნაწილმა აქცია მესხიშვილის თეატრთან გამართა.
ქუთაისში, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და იმერეთის გუბენატორმა გივი ჭიჭინაძემ ქუთაისში მენაშენეებისაგან
ქუთაისში, კლინიკური საავადმყოფოს ყოფილ შენობაში დევნილებისათვის ბინების განაწილება 25 თებერვალს იგეგმება.
იძულებით გადაადგილებული პირები ყვებიან, რომ ქვეწარმავლები შენობაში სარდაფიდან ხვდებიან და თავისუფლად გადაადგილდებიან.

ამინდი