Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, დევნილთა სამმართველოს შენობაში დევნილები შეიჭრნენ

თარიღი : 30-08-2017, 15:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხმაური იყო დევნილთა და განსახლების სამინისტროს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოში, სადაც დევნილები შეიჭრნენ. დევნილები ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. მათი თქმით, სამინისტრომ ბინები არა ქულების, არამედ ქრთამის აღების პრინციპით გაანაწილა. შენობაში მობილიზებული იყო პოლიცია.

დევნილთა სამმართველოს შენობაში შეჭრილი დევნილები გზის გადაკეტვითაც იმუქრებოდნენ.

იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების შემსწავლელი კომისია მუშაობას ადგილზე აგრძელებს. სამმართველოში განმარტავენ, რომ კომისია ყველა დევნილის პრეტენზიას მოისმენს და ეტაპობრივად დააკმაყოფილებს.

ცნობისთვის, დევნილთა სამმართველომ იმ ოჯახების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ქუთაისში, ახალაშენებულ ობიექტებში ბინებს მიიღებს. დევნილთა სამმართველოს შენობაში კი ის დევნილები შეიჭრნენ, რომლებიც სიის მიღმა აღმოჩნდნენ.


ნანახია: 1934-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დევნილთა განცხადებით, წლებია ისინი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, ასევე წლებია სამინისტრო მათ ბინებს პირდებათ და შესაბამისი
ქუთაისში, კლინიკური საავადმყოფოს ყოფილ შენობაში დევნილებისათვის ბინების განაწილება 25 თებერვალს იგეგმება.
იძულებით გადაადგილებული პირები მათ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის შეყვანას ითხოვენ.
ცნობისთვის, ახალი ბინების მიღების თხოვნით დევნილთა შტაბში 4 000-მდე განცხადება შევიდა. აქედან ბინას მხოლოდ 429 ოჯახი იღებს.
ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში, სკოლა-პანსიონის ყოფილ შენობაში მცხოვრები 25 ოჯახი დევნილთა მინისტრს მიმართავს.
ქუთაისში, დევნილთა სამინისტროს რეგიონულ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს.

ამინდი