მესხიშვილის თეატრის მსახიობები თეატრში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად კულტურის სამინისტროში ჩავიდნენ

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის დასის ნაწილი კულტურის სამინისტროში იმყოფება. მსახიობები კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს მათი სურვილის საფუძველზე ხვდებიან. შეხვედრის თემას თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევის საკითხი წარმოადგენს. მსახიობები ამბობენ, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი ღირსეული პიროვნება უნდა იყოს.
"ვერ გეტყვით, რომ სხვა კანდიდატების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, თუმცა მხარს ენდი ძიძავას ვუჭერ, რადგან მას ვთვლი შესაფერ კანდიდატად," - ამბობს ანზორ ხერხაძე.
კულტურის მინისტრთან შეხვედრაზე ასევე იმყოფება ოპერის თეატრის ხელმძღვანელი თორნიკე მარჯანიშვილი, რომელიც ასევე, მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობის სურვილს გამოთქვამს.