მესხიშვილის თეატრის დასი ახალ სამხატვრო ხელმძღვანელზე ვერ თანხმდება-მსახიობები კულტურის მინისტრთან შეხვედრას გეგმავენ

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის დასის წევრები 30 აგვისტოს, კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს შეხვდებიან. მინისტრისა და თეატრის დასის წევრების შეხვედრის თემას ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევის საკითხი წარმოადგენს.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე განაცხადი ექვსმა კანდიდატმა შეიტანა. მათგან სამი - ენდი ძიძავა, გიორგი შალამბერიძე და თორნიკე მარჯანიშვილი თეატრის თანამშრომლები, ხოლო კოტე აბაშიძე, მამუკა ტყემალაძე და გოგა თავაძე დამოუკიდებელი კანდიდატები არიან.
თეატრის დირექტორის, სულხან გოგოლაშვილის თქმით, დასმა უკვე მოისმინა იმ სამი კანდიდატის პროგრამა, რომლებიც მესხიშვილის თეატრის თანამშრომლები არიან. თუმცა, დანარჩენ სამ კანდიდატს დასისთვის თეატრის განვითარების საკუთარი გეგმა არ წარუდგენია.
გავრცელებული ინფორმაციით, დასი ენდი ძიძავას კანდიდატურას უჭერს მხარს. იმ შემთხვევაში, თუ მინისტრი გადაწყვეტილებას სხვა კანდიდატის სასარგებლოდ მიიღებს, დასი სამოქმედო გეგმას ამის შემდეგ განსაზღვრავს.
ამ დრომდე მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს გიორგი სიხარულიძე იკავებდა.