Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამტრედიაში, გამგეობის ინიციატივით დოღი გაიმართა

თარიღი : 29-08-2017, 21:54 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
სამტრედიაში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივითა და ააიპ საცხენოსნო კლუბის ორგანიზებით, ცხენოსნობის ეროვნულ სახეობებში- როგორიცაა ცხენბურთი, ისინდი და დოღი შეჯიბრი გაიმართა. შეჯიბრი ტრადიციულად ილორის იპოდრომზე ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობას საქართველოში არსებული საცხენოსნო კლუბები იღებდნენ.

ფინალურ შეხვედრაში ისინდში, ცხენბურთში და გუნდურ პირველობაში გამარჯვება აბაშის ეწერის მხედრებმა მოიპოვეს, ხოლო დოღში 6 კილომეტრიან დისტანციაზე, გამარჯვება სამტრედიელმა მხედარმა ვარდენ კიკაჩეიშვილმა მოიპოვა.

გამარჯვებულები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფასიანი საჩუქრებით და დიპლომებით დააჯილდოვეს.


ნანახია: 2185-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვახანში სპორტის სხვადასხვა სახეობაში მერაბ არევაძის სახელობის ტრადიციული ტურნირი გაიმართა. 
დოღში ხარაგაულის სოფლებიდან 35-მდე ცხენოსანმა მიიღო მონაწილეობა.
პირველად წყალტუბოში, ცოტნე ზურაბიანის ინიციატივითა და იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, ჩოგბურთში სამოყვარულო ტურნირი

ამინდი