ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მოსახლეობა წიწვოვანი ხეების გაჩეხვას აპროტესტებს
თარიღი : 26-08-2017, 17:20 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში წიწვოვანი ხეების მოჭრას აპროტესტებენ. წიწვოვანი მრავალწლიანი ხეები ნიკეას ქუჩის მეორე შესახვევში დღეს დილით გამთენიისას მოჭრეს. მოსახლეობა ბრალს ადგილობრივ ხელისუფლებას დებს.
„მოჭრილია სრულიად ჯანსაღი ხეები, ამ ფაქტზე სასწრაფოდ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე,“- გადაცხადა აქციის ერთ ერთმა მონაწილემ ნუგზარ ესაკიამ.
წიწვოვანი ხეების მოჭრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ქუთაისის მერიამ. განცხადებაში ნათქვამია, რომ:
„ნიკეას ქუჩაზე კერძო მესაკუთრემ საკუთარ ტერიტორიაზე მოჭრა 5 კედარის ხე. ხეების მოჭრაზე მერიიდან მესაკუთრეს ნებართვა არ მიუღია.მეტიც მას მიეცა რეკომენდაცია, მწვანე ნარგავების შენარჩუნების შესახებ. დღეს ადგილზე გავიდა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური , რომელიც შეისწავლის არსებულ ვითარებას და თუ კერძო მესაკუთრეს ყველა საჭირო საბუთი არ აქვს მოწესრიგებული, სამსახური მიიღებს შესაბამის ზომებს და მიმართავს სასამართლოს დაჯარიმების მოთხოვნით“.