Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მშობელთა სკოლა იხსნება

თარიღი : 26-08-2017, 10:42 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კლინიკა "ბომონდი" ახალბედა მშობლებს დახმარებას სთავაზობს.

"მშობელთა სკოლა," - ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომელსაც კლინიკა "ბომონდი" ახალბედა მშბოლებისთვის ახორციელებს.

"როგორ უნდა ვაკონტროლოთ ორსულობის პერიოდი, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როგორ უნდა დავგეგმოთ ექიმთან ვიზიტი, მოვხვდეთ კლინიკაში აღრიცხვაზე, როგორ შევარჩიოთ სწორად სამშობიარო სახლი, რა უფლებებით სარგებლობს პაციენტი კლნიკაში, რა ცვლილებები მიმდინარეობს ქალის ორგანიზმში ორსულობის პერიოდში, როგორ ვითარდება ნაყოფი თვეების მიხედვით, ორსულის მოვლა და ჰიგიენა, ახალშობლის მოვლა, ორსულისა და მეძუძური დედის კვება, ძუძუთი კვების უპირატესობა ან აუცილებლობა, ორსულის მგზავრობა, ფიზიკური აქტივობა, სქეოსობრივი ცხოვრება, მშობიარობის შემდგომი მოვლა, - ამ და სხვა, ახალბედა დედებისათვის საინტერესო საკითხებზე ტრენინგ-სემინარებს კლინიკა "ბომონდის" მეან-გინეკოლოგები და ნეონატოლოგები წაიკითხავენ.

პროექტის "მშობელთა სკოლა" მონაწილეებთან შეხვედრები თვეში ორჯერ გაიმართება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოგვწერონ კლინიკა "ბომონდი"-ს FACEBOOK გვერდზე ან დაგვირეკოთ შემდეგ ტელეფონზე: 598 38 27 60.

ცნობისთვის, კლინიკა "ბომონდი" არის მრავალპროფილიანი, 100 საწოლზე გათვლილი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი და პროფესიონალების გუნდით დაკომპლექტებული კლინიკა," - ნათქვამია კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 1913-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კლინიკის მედიკოსები სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში ადგილზე მოახდენენ მოქალაქეთა გასინჯვას და მათთვის კონსულტაციის გაწევას.
'კლინიკა ბომონდი'-ს პედიატრიული დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს პატარებისთვის.

ამინდი