Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ოკაცეს კანიონის, სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეების დასათვალიერებლად მსურველებს გაზრდილი საფასურის გადახდა მოუწევთ

თარიღი : 23-08-2017, 12:24 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადაწყვეტილებით, რიგ დაცულ ტერიტორიებზე სერვისების საფასური გაიზარდა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკის შესაბამისად, ოთხ დაცულ ტერიტორიაზე-მარტვილისა და ოკაცეს კანიონებსა და პრომეთესა და სათაფლიის მღვიმეებში, საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეებზე დიფერენცირებული ფასები ამოქმედდება.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, გაზრდილი შემოსავლები მოხმარდება არსებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის განვითარებას, სერვისების დახვეწას და ხარისხის გაუმჯობესებას.
http://www.picz.ge/img/s4/1708/23/f/f9110cbe32c0.jpg
"2017 წელს, წინა წელთან შედარებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 35%-ით გაიზარდა. ტურისტების რაოდენობის განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა მარტვილისა და ოკაცეს კანიონებსა და პრომეთესა და სათაფლიის მღვიმეებში. რა თქმა უნდა, გვახარებს დაცული ტერიტორიების პოპულარობის ზრდა, რისთვისაც ძალისხმევას არ ვიშურებთ. თუმცა ზემოხსენებულ ადგილებში ვიზიტორთა რაოდენობა გასცდა იმ დასაშვებ ზღვარს, რომლის ზემოთაც იქმნება დაცული ტერიტორიის (ამ შემთხვევაში - ბუნების ძეგლების) ბუნებრივი მდგომარეობის გაუარესების რისკი. მაგალითად, მარტვილის კანიონზე დაფიქსირდა ერთ დღეში 3200 ვიზიტორი, ხოლო პრომეთეს მღვიმეში - 2300 მაშინ, როდესაც დღის განმავლობაში მღვიმეში, მისი გამტარუნარიანობის გათვალისწინებით, ვიზიტორთა მაქსიმალური რეკომენდირებული რაოდენობა არის 2 000. ვიზიტორთა რაოდენობის მნიშვნელოვანმა ზრდამ გამოიწვია შეფერხებები და სერვისების მიწოდების ხარისხის გაუარესება, რაც ეწინააღმდეგება როგორც სააგენტოს, ისე ვიზიტორების ინტერესებს", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
http://www.picz.ge/img/s4/1708/23/7/71b4d254e598.jpg
სააგენტოს ცნობით, ფასების ზრდა ამ ეტაპზე არ შეეხება იმ ტურისტულ სააგენტოებს, რომლებთანაც სააგენტოს გაფორმებულიაქვს ხელშეკრულება. არსებული ფასები ძალაში დარჩება ამ ხელშეკრულებების ვადის გასვლამდე.


ნანახია: 4139-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მხოლოდ აგვისტოს თვეში დაცული ტერიტორიები 227 541-მა ვიზიტორმა მოინახულა, რაც 43 000-ით მეტია, ვიდრე შარშან.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, 2017 წლის პირველ 7 თვეში დაცულ ტერიტორიებს 489 909 ვიზიტორი ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიურ
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, კანიონის დათვალიერებას ვიზიტორები დროებით ვეღარ შეძლებენ.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, კანიონის დათვალიერებას ვიზიტორები დროებით ვეღარ შეძლებენ.

ამინდი