Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ახალი რეგულაციით, 2018 წლიდან სასაკლაოები იმ საქონელს არ მიიღებენ, რომელსაც ყურზე ნიშანი არ ექნება

თარიღი : 22-08-2017, 21:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში ცხოველთა რეგისტრაციის სისტემის (NAITS) საინფორმაციო შეხვედრები შედგა. ვეტერინარები, სასაკლაოს მფლობელები და ფერმერები საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ეცნობიან ინფორმაციას ცხოველთა რეგისტრაციის სისტემისა (NAITS) და იმ ახალი რეგულაციის შესახებ, რომლის თანახმადაც სასაკლაოები 2018 წლის პირველი იანვრიდან ვეღარ მოემსახურებიან არა იდენტიფიცირებულ საქონელს.

21-23 აგვისტოს ჩათვლით გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ჩართულობითა და შვეიცარიისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოების ფინანსური მხარდაჭერით, დაინტერესებულ მხარეებს მიეწოდებათ დაწვრილებითი ინფორმაცია ახალი რეგულაციის შესახებ, რომლის თანახმადაც პირუტყვის სასაკლაოზე დასაკლავად სავალდებულოა ცხოველი იდენტიფიცირებული იყოს საყურე ნიშნით.

იდენტიფიცირებულია საქონელი, რომელსაც ერთ, ან ორივე ყურზე დამაგრებული აქვს შესაბამისი საყურე ნიშანი. (2014 წლამდე იდენტიფიცირებული საქონლისთვის დასაშვებია ცალი საყურე ნიშანი, ხოლო 2014-დან ორი საყურე) 2014 წლამდე იდენტიფიცირებული საქონლის საყურე ნიშანზე განთავსებულია შვიდ ნიშნა უნიკალური კოდი, ხოლო 2014 წლის შემდგომი პერიოდისთვის საიდენტიფიკაციო ნომერი რვა ნიშნიანია. საყურე ნიშნები, ერთი მხრივ, იძლევა ცხოველთა იდენტიფიკაციის საშუალებას, ხოლო მეორე მხრივ, იგი ინახავს ინფორმაციას, საქონლისთვის ჩატარებული ვაქცინაციის შესახებაც.

FAO-ს პროექტის, ცხოველთა იდენტიფიკაციის ეროვნული სისტემის (NAITS) ცხოველთა ჯანმრთელობის სპეციალისტის ალექსანდრე ქაშიაშვილის განმარტებით, რეგულაცია, რომელიც ძალაში 1-ლი იანვრიდან შევა, ხელს შეუწყობს ცხოველთა მიკვლევადობას და ხორცპროდუქტების ხარისხის ზრდას.

„ახალი რეგულაცია, გააუმჯობესებს ცხოველთა მიკვლევადობას და ხორც პროდუქტების ხარისხს, რითაც, კიდევ უფრო შემცირდება ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების რისკი და გაუმჯობესდება, მომხმარებელთა უფლებები“ - განაცხადა ალექსანდრე ქაშიაშვილმა.

შეხვედრის ფარგლებშივე FAO-ს და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინეს რეგისტრაცია - იდენტიფიკაციის ახალი, გაუმჯობესებული სისტემის სამოქმედო გეგმაც, რომლის მიხედვითაც გაგრძელდება მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის საყურე ნიშნებით იდენტიფიცირება; გაუმჯობესდება და დაიხვეწება მონაცემთა ელექტრონული ბაზა, რომლითაც შესაძლებელი იქნება ცხოველის შესახებ ინფორმაციის მოძიება, დროის უმოკლეს პერიოდში.

იმერეთი, რიგით მეოთხე რეგიონია სადაც საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა, ანალოგიური ფორმატით, ივლისის თვეში შეხვედრები შედგა კახეთისა და ქართლის რეგიონებში, კამპანიის ფარგლებში ინფორმაცია ჯამში, 250-ზე მეტ ადამიანს მიეწოდა. აგვისტოს თვეში, შეხვედრები გაგრძელდება რაჭასა და სამეგრელოში.

NAITS პროექტის განხორციელებისათვის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტომ (ADC) ჯამში 5 მილიონი დოლარი გამოყო.


ნანახია: 1330-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც სავალდებულოა სასაკლაოზე მიყვანილი პირუტყვი იყოს
2019 წლის პირველი იანვრიდან რძის გადამამუშავებელ საწარმოებს ეკრძალებათ შეიძინონ რძე იმ ფერმერებისგან, რომელთა ცხოველები სურსათის
მომზადებულია მთავრობის განკარგულების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს ეტიკეტირების წესს. დადგენილება განსაზღვრავს საქონლის ხორცის
კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა 11 ბიზნესოპერატორს: 3 სასაკლაოს, 4 ხორცის საბითუმო სარეალიზაიციო ობიექტს,

ამინდი