Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოელი მეოცნებეები მარგველაშვილის პრეზიდენტობაში დარწმუნებული არიან

თარიღი : 22-08-2013, 13:49 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
წყალტუბოში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი გაიხსნა. შტაბი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ გახსნა. შტაბის გახსნის პარალელურად, ადგილზე ის ადამიანებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციას გამოეყვნენ და წყალტუბოში, „მეოცნებეებს“ შორის არსებულ დაპირისპირებაში დავით საგანელიძე დაადანაშულეს. წყალტუბოში, კოალიციის მხარდამჭერები მარგველაშვილის გამარჯვებაში დარწმუნებული არიან. ისინი აცხადებენ, რომ ხალხს თავისი არჩევანის დამოუკიდებლად გამოხატვის საშუალება ეძლევა და მათ არავინ არაფერს ავალებს. „ასეთი დემოკრატიული არჩევნები არასდროს არ ყოფილა. საუბარია ხალხის მიერ თავისუფალი ნების გამოხატვაზე და არავინ არავის დავალებებს არ აძლევს,“ - ამბობს„რესპუბლიკური პარტიის“ წყალტუბოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლევან ჩანქსელიანი. ცნობისთვის, დავით საგანელიძე დღესვე, გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბს თერჯოლაში გახსნის.


ნანახია: 2396-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კოალიციის შემადგენლობაში მყოფი ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტის- „რესპუბლიკელების“ ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი ნატო ქათანამაძე
პარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა ქალაქის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას შტაბის უფროსი ზაზა მარუაშვილი წარუდგინეს.
წყალტუბოში, კოალიცია ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის წინ, კოალიციის ერთი ფრთის საპროტესტო აქცია გაიმართა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა კობა დავითაშვილმა საარჩევნო შტაბი გახსნა,რომელსაც "ხალხის პარტიის" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე
კოალიციის აქტივისტებმა ჯერ ფოიერვერკი გაუშვეს, ხოლო ამ წუთებში კოალიციის დროშებით ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიასთან
წყალტუბოში, კოალიცია “ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციის ოფისში, 15:00 საათზე კოალიციის ლიდერს დავით საგანელიძეს ელოდებიან.

ამინდი