Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყვიის მომატებული შემცველობა სურსათში – ახალი საფრთხე საქართველოს ეკონომიკისთვის და მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის

თარიღი : 22-08-2017, 10:24 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სურსათის ეროვნულმა სააგენტოს მიერ სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევის მიხედვით, დადგინა, რომ სასურსათო პროდუქტების დიდ ნაწილში ტყვიის შემადგენლობა ნორმაზე მაღალია. ტყვიის შემცველობის ნორმა 0,1 მილიგრამია კილოგრამში. ტყვიის გადამეტებული ოდენობა ყველაზე მეტად ადგილობრივი საქონლისა და ღორის ხორცში აღმოჩნდა, თუმცა ტყვიის ოდენობის შემცველობა ნორმაზე მეტია სუნელებშიც, სასმელ წყალში, რძეში.

ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ტყვიის საგანგაშო დოზა საქართველოში ნაყიდ, ან საქართველოდან აშშ-ში გაგზავნილ სუნელებში აღმოჩნდა. დეპარტამენტის ინფორმაციით, ისინი უკვე წლებია ამოწმებენ საქართველოში წარმოებულ, სხვადასხვა სახის სუნელს ტყვიის შემცველობაზე და დარღვევებს რეგულარულად პოულობენ. მათ შორის, „საგანგაშო ოდენობის“ ტყვია აღმოჩნდა 2017 წელს შემოწმებულ სუნელებშიც.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქართულ სუნელში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმაზეა და აშშ-ში მისი ექსპორტი შეუფერხებლად ხორციელდება.

“‘ქართული სუნელი გადის ექსპორტზე 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც საკმაოდ მკაცრი მოთხოვნებია. არანაირი შეზღუდვა არ არის აშშ-ში. ქართული სუნელი ამერიკის არცერთ ფედერალურ უწყებას არ აუკრძალავს. ცალკეული ფაქტები საჭიროებს დამატებით შესწავალას და ჩვენ საჭირო ინფორმაციას ვიღებთ დიპლომატიური არხებით”,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

2012-2017 წლებში ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეულია ცხოველური და არაცხოველური სურსათის, სასმელი წყლისა და სასმელების 2687 ნიმუში საიდანაც ნორმასთან შეუსაბამობა გამოვლინდა 64 მათგანში (აღებული ნიმუშების 2,38 %). აღებული ნიმუშების საერთო რაოდენობიდან ცხოველური წარმოშობის სურსათზე, ხორცზე, კვერცხზე რძის ნაწარმზე, 778 კვლევა ჩატარდა, საიდანაც დარღვევის 53 შემთხვევა 2015-2016 წლებში აღინიშნა. დარღვევებთან დაკავშირებით გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

ტყვიის შემცველობაზე კვლევები ტარდება თაფლშიც. სულ გამოკვლეულია თაფლის 80 ნიმუში (ლატვიის სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტი „ბიორ“-ში), სადაც არცერთი დარღვევა არ არის გამოვლენილი“, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

სურსათის ეროვნული სააგენტო ტყვიის შემცველობაზე ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გამოვლენილი დარღვევები არ არის მასშტაბური და მოსახლეობის შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.

სპეციალისტები გადაჭარბებულ მაჩვენებელს საგანგაშოდ არ მიიჩნევენ, თუმცა პრობლემა სხვა კუთხითაც არსებობს. დღემდე ვერ დადგინდა, საიდან მოხვდა საკვებ პროდუქტებში ტყვია და შესაბამისად არ არსებობს პოლიტიკა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. სურსათის ეროვნული სააგენტო კვლევის შედეგებს გარემოს დაცვის სამინისტროს უგზავნის, სადაც პრობლემის გაანალიზება და მისი მოგვარებისათვის ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა უნდა მოხდეს.

აღსანიშნავია, რომ როგორც მოქალაქეების ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე, რადგან ტყვიის მაღალი შემცველობა ბევრ დაავადებებს იწვევს, ასევე აგებს ქართული ეკონომიკაც. მართალია, საქართველოს ექსპორტის სტრუქტურაში ძირითადი ადგილი უკავია სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს, ფეროშენადნობებს, საქართველოდან ასევე ხორციელდება როგორც სუნელების, ასევე ხორცის ექსპორტი და ეს უკანასკენელი მზარდი მოთხოვნის ტენდენციით ხასიათდება.

ქართული სუნელი 30-ზე მეტ ქვეყანაში გადის ექსპორტზე, მათ შორის ევროკავშირშიც და ამ ბაზარზე შესასვლელად მკაცრი მოთხოვნებია.

საქართველოდან ხორცის ექსპორტის გაზრდილი ტენდენციაა არაბულ ქვეყნებში. მაგალითად, საქართველოდან დაკლული ცხვრის ტანხორცის ძირითადი ექსპორტიორებია ირანი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ქუვეითი და ერაყი.

შესაბამისად, თუ არ დადგინდება პროდუქციაში ტყვიის მაღალი შემცველობის გამოწვევი მიზეზები და არ მოგვარდება ეს საკითხი, მაშინ ამ პროდუქტების საექსპორტო პოტენციალიც კითხვითი ნიშნის ქვეშ დადგება. საქართველოს ეკონომიკას კი ჰაერივით სჭირდება საექსპორტო პოტენციალის და სავაჭრო ბაზრების ათვისება. ამიტომ, მსაგვსი პრობლემები არ უნდა გახდეს ხელისშემშლელი ფაქტორი და მის მოსაგვარებლად შესაბამისი უწყებებიდან აქტიური მუშაობაა საჭირო.

bfm.ge


ნანახია: 1361-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საუბარია ძირითადად დასავლეთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე. აღნიშნულ მონაცემებს Momxmarebeli.ge აქვეყნებს.
ამის შესახებ ექიმმა-ტოქსიკოლოგმა ინგა ღვინერიამ განაცხადა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგის მიზნით მიმდინარეობს ნიმუშების აღება სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტში,
ქვეყანაში ამ კუთხით საგანგაშო სიტუაცია არ არის, თუმცა, გასაანალიზებელია არსებული სურათი და დასაგეგმია შემდგომი ნაბიჯები.
სააგენტო ხორცის სახეობრივ კვლევას 2017 წლის მარტიდან ატარებს.
ნიტრატების შემცველობაზე ხილ-ბოსტნეულის კვლევა გრძელდება.
შემთხვევა სოფელ გეგუთში არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მოხდა.
საერთო ჯამში, მოწამვლის დიაგნოზით სხვადასხვა ჰოსპიტალში 26 ბავშვი გადაიყვანეს.

ამინდი