Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მატლებიან, აყროლებულ წყალს გვასმევენ,'- ქუთაისში მოსახლეობა წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობის შეცვლას ითხოვს

თარიღი : 21-08-2017, 17:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ყვითელი შეფერილობის მატლებიანი წყალი ქუთაისში, ანჯაფარიძის 19 ნომერში მაცხოვრებლებისათვის ჩვეული მოვლენაა. დაახლოებით სამი თვეა, რაც აღნიშნულ მისამართზე მდებარე კორპუსში მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

„გრაფიკით წყალი დილით და საღამოს უნდა მოვიდეს. დილით ისე ცოტა მოდის, ვერ ვიყენებთ. საღამოს შვიდი საათის შემდეგ მოდის წყალი, რომელსაც ყვითელი შეფერილობა და აყროლებული სუნი აქვს. ერთ საათზე მეტი მოშვებული უნდა გვქონდეს ონკანი, რომ წყალმა ნორმალური შეფერილობა მიიღოს. ჩვენი ბინა ძველ მილებზე დატოვეს, ახალ მილებზე შეერთება დაავიწყდათ, თუმცა ახალ მილებში წამოსულ წყალსაც მოყვება მატლები. ვის აღარ მივმართეთ. ვიყავით წყალმომარაგების კომპანიაში, თურქულ ფირმაში, ქუთაისის მერიაში. წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრის ხელმძღვანელს ირაკლი ტურძელაძეს პირად კონტროლზე უნდა აეყვანა ჩვენი საკითხი, თუმცა არაფერი გამოსწორებულა. თუ ამის გაკეთება არ შეუძლია ტურძელაძეს, ადგეს და დატოვოს თანამდებობა,“ - ამბობს ანჯაფარიძის 19 ნომერში მცხოვრები ნინო თვალავაძე.

როგორც მოსახლეობა ამბობს, ცუდი შეფერილობის მატლებიან წყალთან დაკავშირებით ისინი დაამშვიდეს, რომ წყალი ლაბორატორიაში შეამოწმეს და ის ჯანმრთელობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ ანჯაფარიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის წყალმომარაგების ახალ სისტემაზე დაერთება ხვალიდან დაიწყება. რაც შეეხება წყლის ხარიხს, კომპანიაში ირწმუნებიან, რომ წყალი სასმელად ვარგისია.


ნანახია: 1785-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ზურაბ ანჯაფარიძის 19 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინადრები წყალმომარაგების კომპანის მხრიდან უსამართლობაზე
მოსახლეობა წყალმომარაგების კომპანიას რეაგირებისაკენ მოუწოდებს.
ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე მაცხოვრებლები უხარისხოდხოდ შესრულებულ სამუშაოებზე საუბრობენ და გადათხრილი გზის გამო დახმარებას ითხოვენ.
ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე N21 საჯარო სკოლასთან მოსახლეობა სასმელი წყლის დაღვრის ფაქტს აპროტესტებს.
მოსახლეობა წყალმომარაგების კომპანიისგან ყურადღებას ითხოვს.

ამინდი