ქუთაისის მერია ბინამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაციისათვის 800 000 ლარს ხარჯავს
თარიღი : 21-08-2017, 16:21 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში ბინამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მიმდინარე წელს 48 მისასვლელის კეთილმოწყობა იგეგმება. დასრულებულია 25 გზის რეაბილიტაცია, ხოლო სამუშაო მიმდინარეობს ორ ქუჩაზე, რომელიც ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საბინაო სამსახურის უფროსთან და თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა.
მიმდინარე წელს მისასვლელი გზების რეაბილიტაციისთვის 800 000 ლარი იხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,მიმდემი" ასრულებს. იქ, სადაც ეზოები თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში მოეწყო, მისასვლელი გზები სრული დაფინანსებით კეთდება.