ქუთაისის მერიას საწვავის ხარჯებს უთვლიან-ვინ რა რაოდენობის საწვავი აითვისა ადგილობრივი ხელისუფლებიდან?
თარიღი : 21-08-2017, 11:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

პოლიტიკური პლატფორმა "ახალი საქართველო“ ქუთაისის მერიის მიერ ბოლო 6 თვის განმავლობაში გახარჯული საწვავის ხარჯებს ასაჯაროვებს. ორგანიზაციის წარმომადგენლის გიორგი მარდალეიშვილის განცხადებით, ქუთაისის მერი შოთა მურღულია ”წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის საწვავს მოიხმარს”.
უფრო კონკრეტულად კი "ახალი საქართველოს" წარმომადგენელის განცხადებით, ივნისის თვეში შოთა მურღულიამ 900 ლიტრი საწვავი გახარჯა. მერს და მის მოადგილეებს 6 თვის განმავლობაში 10 ტონა საწვავი აქვთ გამოყენებული. ჯამში მერიის ბალანსზე არსებულ 86 ავტომობილზე 6 თვის განმავლობაში 55 ტონა საწვავი გაიცა.
"ახალი საქართველოს" ბრალდებებს ქუთაისის მერიაში უსაფუძვლოს უწოდებენ და განმარტავენ რომ გახარჯულო საწვავი კანონთან შესაბამისობაშია.