Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, ქუთაისში საავადმყოფოში პაციენტების მიმართვიანობამ იმატა

თარიღი : 21-08-2017, 11:43 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების პროგნოზით, სამი დღის განმავლობაში, 20, 21 და 22 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.
გონების დაკარგვა, წნევის დაცემა, ტკივილი მუცლის არეში-ეს ის სიმპტომებია, რომლითაც კლინიკა „ბომონდის“ მიმღებ განყოფილებას პაციენტები ზაფხულის პერიოდში ყველაზე ხშირად აკითხავენ. დიაგნოზი დაუზუსტებელი ვირუსული ინფექცია-ინტოქსიკაციაა. მიმღებ განყოფილებაში ხდება პაციენტებისათვის გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების გაწევა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, პირველადი დიაგნოზის საფუძველზე, პაციენტის კლინიკის სხვადასხვა განყოფილებაში გადამისამართება, სადაც მას სრულფასოვანი სამედიცინო კვლევები უტარდება.

კლინიკაში ამგვარი სიმპტომებით პაციენტების მომართვიანობის ზრდას მაღალ ტემპერატურას უკავშირებენ.

„მაღალი ტემპერატურის პირობებში ვირუსებს და ინფექციებს გამრავლებისთვის შესანიშნავი პირობები აქვთ. შესაძლებელია ადამიანი საკვები პროდუქტითაც მოიწამლოს, ამიტომ, აუცილებელია შემდეგი რჩევების გათვალისწინება: პირველ რიგში, ხშირად უნდა დავიბანოთ ხელები და დავიცვათ ჰიგიენური ნორმები, უნდა მივიღოთ გრილი აბაზანები, მოვერიდოთ პიკის საათებში გარეთ, მზის გულზე ყოფნას და რაც შეიძლება მეტი სითხე დავლიოთ. მაღალი ტემპერატურის პირობებში განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ ის ადამიანები დგანან, რომელთაც ქრონიკული დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი აწუხებთ. მზეს უნდა მოერიდნონ ასაკოვანი ადამიანებიც. ასევე, მაღალი ტემპერატურის დროს არ არის რეკომენდირებული ალკოჰოლის მიღება, რადგან მისმა მცირე დოზამაც შეიძლება ალკოჰოლური თრობა და ინტოქსიკაცია გამოიწვიოს,“- აცხადებენ კლინიკა "ბომონდში".

კლინიკა „ბომონდი“ ერთ-ერთი პირველი კერძო კლინიკაა დასავლეთ საქართველოში, რომელიც 15 წელზე მეტია ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემსახურება. კლინიკას მიმღები განყოფილება 2017 წლიდან დაემატა.


ნანახია: 3742-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შპს კლინიკა 'ბომონდში' 2017 წლის იანვრიდან სრული დატვირთვით ფუნქციონირებს ოფთალმოლოგიის (თვალის) განყოფილება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების პროგნოზი.

ამინდი