Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერი: გზებს იქ ვაგებთ, სადაც არასდროს ყოფილა

თარიღი : 19-08-2017, 12:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგება მიმდინარეობს. ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად ნინოშვილის მე-14 და მე-16 შესახვევები დაათვალიერა, სადაც ქვაფენილის დაგება მიმდინარეობს.

"სამუშაოების ტემპი ძალიან კარგია, პროექტების უმეტესობა ზაფხულის პერიოდში დასრულდება. ეს ის ადგილია, სადაც გზა არასოდეს ყოფილა. გაუსაძლის პირობები იყო, ამას მოსახლეობაც აღნიშნავს. რჩება პრობლემები ცენტრალურ გზებზე კანალიზაციის დიდი პროექტის გამო, რომელიც მომავალი წლიდან უნდა დაიწყოს, თუმცა ცენტრალური გზები ორმოულით ინტენსიურად კეთდება. დანარჩენი, თუ სადმე გზა არის დაზიანებული, ძირითადად წყლის სამუშაოების გამოა, თუმცა იქაც გზის გადაჭრის გარეშე მილები ვერ შეიცვლება. წყლის დატესტვის შემდეგ კი გზის საფარის განახლება ისევ ხდება,"-აღნიშნა შოთა მურღულიამ.

ნინოშვილის ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგების სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "არადანი" ასრულებს. სამუშაოების ღირებულება 193 016 ლარია. აღნიშნულ ადგილზე ასევე მოეწყო ღვარსადენი სისტემა.


ნანახია: 1697-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ,ლადო ასათიანის ქუჩაზე დასრულებული და მიმდინარე გზის საფარის სამუშაოების მონიტორინგი განახორციელა.
ქუთაისში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
სილოვან მახვილაძის ქუჩა წლების მანძილზე ამორტიზებული იყო.
ქუთაისში დუმბაძის ქუჩაზე გზის საფარის დაგება დაიწყო.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყლის სისტემის შეცვლა, რომელიც დაახლოებით ორი კვირაში დასრულდება და ამის შემდეგ მოხდება ასფალტის გზის

ამინდი