ქუთაისში, ჩინური მაღაზიის მეპატრონეს მაღაზიის დატოვებას აიძულებენ?!
თარიღი : 16-08-2017, 12:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში ჩინური მაღაზიის მეპატრონეს აშანტაჟებენ. განცხადებას ამის შესახებ "გირჩი"-ს ქუთაისის ორგანიზაციაში აკეთებენ.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი ამბობს, რომ საქმე ეხება ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ შენობას, რომელშიც ჩინური მაღაზიაა განთავსებული.
"ქუთაისის მერიის თანამშრომლები ჩინურ მაღაზიაში შედიან, მაღაზიის მეპატრონეს აშანტაჟებენ და აიძულებენ ტერიტორია დატოვოს. შესაძლოა საქმე ეხებოდეს რასისტულ გადაწყვეტილებას. რადგან აღნიშნულ ფართში უცხოელები არიან განთავსებული, სწორედ ამის გამო სურს მერიას მათ ტერიტორია დაატოვებინოს," - აცხადებს ცამციშვილი.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ "გირჩი"-ს ბრალდება უსაფუძვლოა, ვინაიდან აღნიშნულ მაღაზიაში მერიის თანამშრომლები არ მისულან.
"აქედან გამომდინარე, ქუთაისის მერია შსს-ს მიმართავს, გამოიძიოს თუ ვინ სარგებლობს ქალაქის მერიის სახელით," - აცხადებენ ადგილობრივ ხელისუფლებაში.