Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონის სამხედრო ნაწილს და კოპიტნარის სამხედრო ბაზას ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა

თარიღი : 15-08-2017, 15:56 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდათ კოპიტნარის სამხედრო ბაზასა და ხონის სამხედრო ნაწილს, ასევე სოფლებს: ბაშსა და ახალსოფელს.

შეზღუდვები დღეს, 03:00 საათიდან 20:00 საათამდე იმოქმედებს.

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ცნობით, შეზღუდვა მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციას უკავშირდება.

”შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ მდინარე გუბისწყალზე საჰაერო გადასასვლელის დაგრძელების მიზნით შესაბამისი სამუშაოები უკვე დაასრულა. ამ ეტაპზე კომპანიის მიერ “ქუთაისი-სოხუმის” DN-500/700მმ მაგისტრალურ გაზსადენის 22-ე კილომეტრზე ახლად აშენებული მილსადენის მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენთა სისტემაში შეჭრის სამუშაოები ხორციელდება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 15 აგვისტოს, 03:00 საათიდან 20:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ კოპიტნარის სამხედრო ბაზასა და ხონის სამხედრო ნაწილს, ასევე სოფლებს: ბაშსა და ახალსოფელს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციას. სარემონტო სამუშაოები ზემოაღნიშნულ მაგისტრალურ გაზსადენზე სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის განხორციელდა, რაც მნიშვნელოვანია, შემდგომში მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით”, -აცხადებენ ”გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში”.


ნანახია: 1902-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხების მიზეზად სარემონტო სამუშაოები სახელდება.
კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად, 8 აპრილის დილის 10:00
კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად, 8 აპრილს, 10:00 საათიდან
სამუშაოები 2015 წლის აგვისტოში დასრულდება.
ხონი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ამ დრომდე ბუნებრივი აირი არ არის.
"სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად, 5 მარტის დილის 10:00 საათიდან, საღამოს

ამინდი