Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში გრეგორი ლეპსისა და თამარ გვერდწითელის სიმღერას აპროტესტებენ

თარიღი : 15-08-2017, 12:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისში რუსი მომღერლების ჩამოყვანას აპროტესტებს. რუსი მომღერლები გრეგორი ლეპსი და თამარ გვერდწითელი 25 სექტემბერს, ქუთაისში, კინო "საქართველოს" გახსნაზე იმღერებენ. ორგანიზაცია იმერეთის გუბერნატორს გივი ჭიჭინაძეს, ქუთაისის მერს შოთა მურღულიას და საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დვალს ადანადაულებს. თორნიკე ბარათაშვილის თქმით,ქუთაისში რუსული პროპაგანდის გატარება მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ქალაქის მოსახლეობის 62 პროცენტი მხარს საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციას უჭერს.

"რუსი მომღერლების, პუტინის მიმართ ლოიალურად განწყობილი პირების ჩამოყვანა ხდება სოხუმის დაცემამდე 2 დღით ადრე და ამაში ჩართული არიან მხარის და ქალაქის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები. სოციალურ ქსელში გავრცელებულია გუბერნატორის ვიდეო, სადაც ის ასრულებს რუსულ სიმღერას. ეს ყველაფერი არის რუსული პროპაგანდა," - ამბობს თორნიკე ბარათაშვილი.

"ევროპა ჩვენი სახლია"-ს განცხადებასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მათ რუსი მომღერლების ქუთაისში ვიზიტთან დააკვშირებით საერთო არაფერი აქვთ.

იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე კი აცხადებს, რომ "მე ვერაფერს გეტყვით ვინ ჩამოდის. საერთოდ არ ვიცი. კინო "საქართველო" კერძო საკუთრებაა".


ნანახია: 4968-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"ევროპა ჩვენი სახლია"-ს დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი ხელისუფლების მხრიდან პარლამენტის მიერ მიღებული კანონების აღუსრულებლობაზე
„ევროპა ჩვენი სახლია“ იმერეთის გუბერნატორს გივი ჭიჭინაძეს მხარეში მიმდინარე მოვლენებით და და მუნიციპალიტეტების მიერ
"ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისის მერიას აკრიტიკებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია 'ევროპა ჩვენი სახლია'-ს დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში ქუთაისში, ლადო ასათიანის
"ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ფუნქციონირების საკითხთან დაკავშირებით ქალაქსა და ქვეყანაში მოქმედი
არასამთავრობო ორგანიზაცია 'ევროპა ჩვენი სახლია' ქუთაისის მერიას 'სახელმწიფო შესყიდვების შესახებ' კანონის დარღვევასა და ბიზნესის
ეროვნული მოძრაობის წევრები სამხედროს გადატრიალებისას დაღუპული ადამიანების მკვლელობების გამოძიებას და მათთვის, ისევე როგორ მათი ოჯახის წევრებისასთვის, სტატუსის
'ქუთაისის ა(ა)იპ მადლიერების სახლში ბენეფიციართა მომსახურება ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება,' - ინფორმაციას ამის შესახებ მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მირზა გამეზარდაშვილი ამბობს, რომ შახტში აფეთქების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა. ოჯახი გამოძიებას ენდობა და მის შედეგებს ელოდება.

ამინდი