Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"თავისუფალი ზონის" ჟურნალისტი: მანქანით გატანა დამიპირეს

თარიღი : 20-12-2013, 12:55 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
„თავისუფალი ზონის“ წევრები ხელისუფლებისა და უშიშროების მხრიდან დაშინების ფაქტებზე საუბრობენ.
ორგანიზაციის ქუთაისის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე „თავისუფალი ზონის“ ცაგერის ოფისის ჟურნალისტი სალომე დავითულიანმა განაცხადა, რომ დაახლოებით ერთი კვირაა, რაც მას მანქანით დაყვებიან. დავითულიანის თქმით, მისი დაშინება მას შემდეგ დაიწყო, რაც ცაგერში მომხდარი მაღაზიის ძარცვის ფაქტი გააშუქა.
„უშიშროების თანამშრომლები მამაჩემთან მივიდნენ, რომელიც ცაგერის გამგეობაში მძღოლად მუშაობს და უთხრეს, რომ თუ მე მსგავსი მასალების გაშუქებას თავს არ დავანებებდი, მას სამსახურიდან გაუშვებდნენ. გუშინ მანქანით ჩემი გატანაც სცადეს,“ – ამბობს სალომე დავითულიანი.
„თავისუფალი ზონის“ ქუთაისის ოფისის კოორდინატორი ელისო კეთილაძე მსგავსი ფაქტების მომრავლებას ორგანიზაციის წევრების მიერ პოლიტიკური საკითხების გაშუქებას, კრიტიკული სტატიების გამოქვეყნებასა და მათ მიერ არსებული ხელისუფლების კრიტიკას უკავშირებს.
„ჩვენ გვაქვს კადრები, სადაც ის ადამიანები ფიქსირდებიან, რომლებიც ზეწოალს ახდენენ და მათი ამოცნობა შეიძლება, თუმცა ჯერჯერობით თავს ვიკავებთ მათი გამოქვეყნებისაგან და ჟურნალისტების იმედი გვაქვს,“ – ამბობს ელისო კეთილაძე.
კეთილაძის თქმით, მომხდართან დაკავშირებით მათ სამართალდამცავებისათვის არ მიუმართავთ, რადგან როგორც ამბობს, მათი დახმარების იმედი არ აქვს.


ნანახია: 2252-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„თავისუფალი ზონის“ ქუთაისის ორგანიზაციის ჟურნალისტი თეონა ბუაძე აცხადებს, რომ მას ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის სასამართლო
აღნიშნულზე "თავისუფალი ზონის" წევრები საუბრობენ.
ორგანიზაციის წევრები სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც
ქუთაისის მერიასთან შეკრებილები ორგანიზაციის წევრის, ნიკა ნარსიას გათავისუფლებას ითხოვდნენ, რომელიც პრემიერის ქუთაისში ვიზიტისას
ღარიბაშვილმა ქუთაისში, სამ ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი
ცნობისთვის თავისუფალი ზონის სამი წევრი სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით