Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა ხდება ჭიათურის მაღაროებში და რა შეცვალა სპეციალურმა მმართველმა მაღაროელების კვების რაციონში?

თარიღი : 14-08-2017, 23:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურის პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციაში მაღაროელებისათვის უხარისხო საკვები პროდუქტების მიწოდების ფაქტებზე საუბრობენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამირან მაჩიტიძე ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მაღაროელები წლებია უხარისხო საკვები პროდუქტებით იკვებებიან. ულუფა, რომელიც ჭიათურის მაღაროებში დასაქმებულ პირებს ურიგდებათ-პურს, ძეხვეულს, რძის პროდუქტებს, ფუნთუშას და ორ ცალ კანფეტს მოიცავს.

მაღაროების ადმინისტრაციამ საკვების მიმწოდებელ ძველ ფირმასთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ამირან მაჩიტიძის თქმით, საკვები პრიდუქტების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციის მხრიდან დაპირებები წლებია ესმით, თუმცა-უშედეგოდ.

„ჩვენთან რომ საკვები მოაქვთ, იმას მაღაზიაში ვერ მიიტან გასაყიდად, რადგან არავინ იყიდის. წლებია ასეთ საკვებს ვჭამთ და მის ხარისხს არავინ ამოწმებს. გვეუბნებიან ახლა, რომ ტენდერის შედეგებს ელოდებიან და საკვების ხარისხი გაუმჯობესდება,“- ამბობს ამირან მაჩიტიძე.

ჭიათურისა და ზესტაფონის მაღაროების მფლობელ კომპანია შპს "ჯორჯიან მანგანეზს" სახელმწიფომ ახალი, სპეციალური მმართველი მიმდინარე წლის 12 მაისს დაუნიშნა. სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველის პოზიციაზე ნიკოლოზ ჩიქოვანი მუშაობს. ჩიქოვანი აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნის დროს აცხადებდა, რომ მოაგვარებს იმ პრობლემებს, რის გამოც სახელმწიფომ ის კომპანიის სპეციალურ მმართველად დანიშნა.

ნიკოლოზ ჩიქოვანი ახა,ლი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მაღაროებში საკვების საკითხი მოგვარებულია და შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ ადგილზე ბრენდული საკვები შეიტანა. უხარისხო საკვებთან დაკავშირებით საუბარს ჩიქოვანი ინტრიგნობას უწოდებს.

„ყველაფერი შევიტანე ბრენდული. ყველა კმაყოფილია. ტარაკნები და ვირთხები იყვნენ კალბასში. კანალიზაციის წყალს ასმევდნენ ამ ადამიანებს,“-ამბობს ნიკოლოზ ჩიქოვანი.


ნანახია: 4283-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველის პოზიციაზე ნიკოლოზ ჩიქოვანი დაინიშნა.
ჭიათურელი და ზესტაფონელი მაღაროელების გამოკვებაზე პასუხისმგებელ კომპანიას სასამართლოში უჩივიან.
ხანძრის ჩაქრობის პროცესში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საკუთრებაში არსებული სახანძრო ავტომანქანა და კომპანიის 4
როგორც ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ამირან მაჩიტიძემ ახალი ამბების სააგენტო topnews.com.ge-ს
ზესტაფონის მკვიდრების თქმით, ქალაქის ქუჩებში გავლა უფრო რთული საღამოს საათებშია, რადგან მუქი შეფერილობის კვამლი ქარხნის
ბაგა-ბაღის ხელმძღვანელის თქმით, უხარისხო პროდუქტებთან დაკავშირებით, ის ქალაქის ხელმძღვანელობას სისტემატიურად აფრთხილებდა,
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ნინო ძოწენიძე ქუთაისში, ქალაქის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მომხდარი ფაქტის შესახებ წერს და მშობლებს სიფრთხილისაკენ
„ფული ვერ გაინაწილეს და თავში რკინა ჩაარტყა"- სასტიკი მკვლელობა ზესტაფონში
1989 წელს დაბადებული, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ლ.ბ. მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დათხოვნაში ყოფნის დროს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს.

ამინდი