Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'წარსულში მღალატობდი და ახლაც მიღალატებო',- ბაღდათში 83 წლის ქმარმა ცოლი მოკლა

თარიღი : 14-08-2017, 16:05 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მკვლელობა მოხდა ბაღდათის მუნიციპალიტეტში. 83 წლის ქმარმა ცოლი საკუთრ სახლში, სანადირო თოფით მოკლა. როგორც ცნობილია, მკვლელობას წინ ცოლ-ქმარს შორის საუბარი უძღოდა. კერძოდ, მკვლელობაში ბრალდებულმა მეუღლეს უთხრა, რომ ის ქმარს წარსულში ღალატობდა და ახლაც უღალატებდა. ამის შემდეგ ქმარმა ცოლის მისამართით გაისროლა.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1934 წელს დაბადებული გ.გ. ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს - 1954 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 11პრიმა-108-ე მუხლით)," - ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 11211-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ძმის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ერთი ძმის მიერ მეორე ძმის სანადირო თოფით მკვლელობა მათთვის გაუგებარია.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში, ეჭვიანობის ნიადაგზე, საკუთარ მეუღლეს - 1985 წელს დაბადებულ
ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

ამინდი