ზაალ უდუმაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა იმერეთში შეხვედრები გამართა

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი და პარტიის თბილისის მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გრიგოლ ვაშაძე იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა. ვაშაძე ორი დღის განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ აქტივთან შეხვედრებს მართავდა.
არსებული ინფორმაციით, გრიგოლ ვაშაძე "ნაციონალურმა მოძრაობამ" შესაძლოა ქუთაისის მერობის კანდიდატად დაასახელოს. ინფორმაციას ამ დროისათვის არ ადასტურებს პარტიის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი გიგა შუშანია. შუშანია ამბობს, რომ მერობის კანდიდატათან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობა და პარტია კანდიდატის დასახელებას არ ჩქარობს.