იტვირთება

რა გელოდებათ ხარაგაულში, მთავარ საახალწლო ღონისძიებაზე?

რა გელოდებათ ხარაგაულში, მთავარ საახალწლო ღონისძიებაზე?

ხარაგაულის მთავარი საახალწლო ღონისძიებისთვის სამზადისი დაიწყო.
სოლომონ მეფის ქუჩაზე უკვე დამონტაჟდა სცენა.მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ულამაზესი საახალწლო ინსტალაციები, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა დაათვალიერონ.

აქ დაგხვდებათ საბავშვო სივრცეები, წარმოდგენები, მოეწყობა საკარნავლო მსვლელობა. თქვენი პატარების  განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ, თოვლის ბაბუა კი მათ საჩუქრებს დაურიგებს. 

დღის ბოლოს ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით გალა კონცერტი გაიმართება.

საზეიმო ვითარებაში აინთება ხარაგაულის ნაძვის ხე და  ღონისძიება  გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

"წელს ხარაგაული ახალ წელს ახალი საახალწლო განათებებით ხვდება,რომელიც მუნიციპალიტეტს მთავრობის ადმინისტრაციისგან საჩუქრად გადმოეცა,"-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები