Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მესხიშვილის თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი კულტურის მინისტრის თანხმობას ელოდება

თარიღი : 12-08-2017, 14:54 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
ქუთისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად დასისა და სამხატვრო საბჭოს შეხვედრა გაიმართა.

ვაკანტურ ადგილზე სამი კანდიდატურა იყო წარდგენილი: ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ამჟამინდელი დირექტორი თორნიკე მარჯანიშვილი, მესხიშვილის თეატრის მსახიობი გიორგი შალამბერიძე და ამავე თეატრის მსახიობი ენდი ძიძავა.

გიორგი სიხარულიძემ, რომელიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, კონკურსში კანდიდატურა რამდენიმე დღის წინ მოხსნა. როგორც მესხიშვილის თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა განაცხადა, სამხატვრო საბჭომ კანდიდატების განაცხადები და პროგრამები განიხილა. ჩატარებული კენჭისყრით კი, ხმათა დიდი უმრავლესობით, ენდი ძიძავამ გაიმარჯვა.

"მომავალი სამხატვრო ხელმძღვანელი კულტურის მინისტრმა უნდა დაამტკიცოს, რისთვისაც გარკვეული პროცედურებია საჭირო, პასუხი კი სექტემბრის პირველი ნახევრისთვის იქნება", - აღნიშნა სულხან გოგოლაშვილმა.


ნანახია: 2569-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე განაცხადი ექვსმა კანდიდატმა შეიტანა.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე განაცხადი ექვსმა კანდიდატმა შეიტანა. მათგან სამი - ენდი ძიძავა, გიორგი შალამბერიძე და
მსახიობები ამბობენ, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი ღირსეული პიროვნება უნდა იყოს.
ამ წუთებში ქუთაისის თეატრის მსახიობები კულტურის მინისტრს სამხატვრო ხელმძღვანელის საკითხზე ხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ ოპერის თეატრის ყოფილი მმართველი ხატია ვედმედევა სამხატვრო ხელმძღვანელმა გოგი ჭიჭინაძემ რამდენიმე თვის წინ

ამინდი