რიკოთის უღელტეხილზე მომხდარი ავარიის შედეგად რუსეთის მოქალაქეები დაშავდნენ
თარიღი : 11-08-2017, 20:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. რიკოთის უღლტეხილზე "მაზდას" მარკის მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად რუსეთის ხუთი მოქალაქე დაშვდა. ისინი მსუბუქ ავტომანქანაში იმყოფებოდნენ. დაშავებულები ზესტაფონის და ხარაგაულის რაიონულ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ სიჩქარის გადაჭარბება გახდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ სიჩქარის გადაჭარბება გახდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.