Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი წყალტუბოში ბიბლიოთეკარებს შეხვდა

თარიღი : 10-08-2017, 18:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი წყალტუბოს საბიბლიოთეკო გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა და პროექტის- "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას'' მიმდინარეობას გაეცნო. აღნიშნული პროექტი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება.

„ჩვენი ჩამოსვლის ძირითადი მიზანი იყო წყალტუბოს საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლებთან შეხვედრა. მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე წელია მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საბიბლიოთეკო ასოციაციასთან ერთად. პროექტი პირველ ეტაპზე ითვალისწინებს წიგნადი ფონდების განახლებას და სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტიზაციას. მთავარი არის ის, რომ ბიბლიოთეკებმა ამ პროექტის შემდეგ შეიძინა სრულიად ახალი დატვირთვა- ისინი იქცა ახალი მიზიდულობის ცენტრებად. აქ ადამიანები იკრიბებიან, მართავენ სხადასხვა ტიპის კულტურულ ღონისძიებებს, შეხვედრებს, დისკუსიებს. მოსახლეობა აქტიურად სარგებლობს ინტერნეტით, განსაკუთრებით იმ სოფლებში სადაც ადამიანებს არა აქვთ ინტერნეტზე ინდივიდუალური წვდომა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სოფლის მოსახლეობას ბიბლიოთეკებში სახელმწიფო სერვისების მიღებაზეც მიუწვდებათ ხელი. კარგია, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ასე აქტიურად არის ჩართული ამ პროექტის მხარდაჭერაში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას,“-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.


ნანახია: 1885-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პროექტი 'ინტერნეტი და კომპიუტერი ყველა სოფელს' გრძელდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის მიზანი სკოლის მოსწავლეებში ქვეყნის ძირითადი კანონის - კონსტიტუციის ცოდნის
სამომავლოდ, საბიბლიოთეკო კორპუსით სარგებლობა ქუთაისის ყველა მაცხოვრებლისთვის იქნება შესაძლებელი.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი, პარლამენტის წევრი ცოტნე ზურაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან

ამინდი