Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში აგებულ ჭაში, რომლიდანაც ქალაქს წყალი უნდა მიეწოდოს, მილების გაყვანა დაავიწყდათ

თარიღი : 10-08-2017, 14:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, გორას დასახლებაში მოწყობილ, წყლის გამანაწილებელ ჭაში მილების გაყვანა დაავიწყდათ. ინფორმაციას ამის შესახებ "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია ავრცელებს.

წულაიას თქმით, მას მომხდარის შესახებ გორას დასახლებაში მაცხოვრებლებმა შეატყობინეს. თავად ფაქტი კი მას შემდეგ გახმაურდა, რაც ჭას წყლის წნევის გაზრდის მიზნით მიაკითხეს.

"გორას დასახლებაში, გაბაშვილის პარკთან ახლოს, კიკვიძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაზე ააშენეს დიდი კაპიტალური ჭა. იმ ჭიდან უნდა მომხდარიყო წყლის განაწილება. ჭაში უნდა ყოფილიყო მილები, აღმრიცხველები და ასე შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ჭიდან წყალი რეალურად არ გამოდიოდა, რადგან მილები არ იყო ჭაში და მილები ჭის გვერდით გადიოდა. არადა ეს არის სპეციალური ჭა, საიდანაც შეიძლება ქალაქს წყალი გადაუკეტო, წყლის წნევა გაზარდო. ეს არის დანაშაული. ახლა აღარ იციან პრობლემა როგორ მოაგვარონ. ახალი ჭა ააშენონ თუ უკვე აშენებულში მილების შეყვანის გზა მოძებნონ," - ამბობს გოგი წულაია.
http://www.picz.ge/img/s2/1708/11/7/7a702c9b0ec3.jpg
წყალმომარაგების კომპანიის შეცდომა თუ სამუშაეობის შემსრულებელი კომპანიის არაკვალიფიციურობა? ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge მომხდარის მიზეზების გარკვევას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში შეეცადა. კომპანიის პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ საკითხს არკვევენ. მოგვიანებით კი აღნიშნეს, რომ წყლის გამანაწილებელი ჭის მოწყობის სამუშაოები დასრულებული არ არის და გავრცელებულ ინფორმაციაში უზუსტობებია.


ნანახია: 17891-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, დადიანის ქუჩაზე მაცხოვრებლები გადათხრილი გზისა და დაზიანებული წყლის მილების მიზეზით, სასმელი წყლის გარეშე რჩებიან.
ოგი წულაიას თქმით, ქუთაისში, ავტომშენებლის 9 ნომერში დაახლოებით 4 წლის წინ წყლის მილების გამოსაცვლელად გზა გადათხარეს, მილები
განცხადებას ამის შესახებ პარტია 'თავისუფალი საქართველოს' წარმომადგენლები აკეთებენ.
საქმე ეხება გორას, ჭომას, ბალახვანს და საფიჩხიას, სადაც წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ძველი ტუმბოების ახალი ტუმბოებით
ადგილობრივები აცხადებენ, რომ წყალი არ მიეწოდებათ და შეფერხების მიზეზიც უცნობია.
ქუთაისში, ომარ ფხაკაძისა და მესხიშვილის ქუჩების მოსახლეობის ნაწილს დაახლოებით ერთი კვირაა სასმელი წყალი არ მიეწოდება.

ამინდი