Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ძაღლების დროებით მოვლა-პატრონობა, ძაღლების გაწვრთნა და მკურნალობა-ქუთაისის ცხოველთა თავშესაფრის სერვისები

თარიღი : 9-08-2017, 14:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერმა ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი დაათვალიერა. ინფორმაცას ამის შესახებ ქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველთა თავშესაფარი მიმდინარე წლის მარტში გაიხსნა. თავშესაფარი 300 ძაღლსა და ათობით მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზეა გათვლილი. ცხოველთა თავშესაფარში არსებულ მდგომარეობას ქუთაისის მერი შოთა მურღულია ააიპ "სპეციალური სერვისების" დირექტორთან, გელა გაგუასთან ერთად, ერთად ადგილზე გაეცნო.

ე.წ. მაწანწალა ძაღლების საკითხი ქუთაისში წლების განმვალობაში მოუგვარებელი იყო. თავშესაფარში ასევე არის ფასიანია მომსახურეობა, რაც ძაღლების დროებით მოვლა-პატრონობას ითვალისწინებს. თავშესაფარში ფუნქციონირებს თანამედროვე ტიპის ლაბორატორია და ქირურგიული კაბინეტი. ხდება ცხოველის აცრა და მკურნალობა. მაღალკვალიფიციური კინოლოგები ცხოველების გაწვრთნაზეც მუშაობენ.

"ეს არის ათწლეულების მოუგვარებელი პრობლემის ცივილიზებული გზით მოგვარება. ჩვენ რამდენიმე თვის წინ გავხსენით ეს თავშესაფარი და დღეს ის სრული დატვირთვით მუშაობს. აუცილებელია ცხოველს ჰქონდეს შესაბამისი პირობები და არ შეიძლება მას დაუდევრად მოეპყრო. თუ კი თავშესაფარში ცხოველების რაოდენობა 300-ს გადააჭარბებს, ჩვენ მის გაფართოებაზეც ვიფიქრებთ. საუკეთესო ვეტერინარების მეშვეობით ბევრ ცხოველს თავშესაფარში სიცოცხლე შეუნარჩუნდა,"-აღნიშნა შოთა მურღულიამ.


ნანახია: 2245-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თავშესაფარი 300 ძაღლსა და ათობით მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზეა გათვლილი.
თავშესაფარი 300 ძაღლსა და ათობით მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზეა გათვლილი.
ათდღიანი შუალედის შემდეგ, მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა ისევ დაათვალიერეს თავშესაფარში არსებული პირობები.
მიმდინარე სამუშაოები ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ, მოადგილესთან კონსტანტინე ქავთარაძესთან და ა(ა)იპ 'სპეციალური სერვისების'
თანამედროვე სტანდარტების მქონე ცხოველთა თავშესაფრის მოწყობა ადგილობრივი ხელისუფლებას 200 0000 ლარამდე დაუჯდა.
ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი ქუთაისში 2015 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს.

ამინდი