Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლის ხელისუფლებამ აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

თარიღი : 8-08-2017, 18:31 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალები, საფლავები და ოჯახის წევრები მოინახულეს. ღონისძიება სოფელ ღვანკითიდან დაიწყო.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ქოჩიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ჩუბინიძე, საკრებულოში თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი, 8 აგვისტოს ომის მონაწილე, თადარიგის ავიაციის პოლკოვნიკი გიორგი ლილუაშვილი, გამგებლის მოადგილე კახაბერ კუპატაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სოფიო ბუსკივაძე, გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე, საკრებულოს წევრები და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები ვალერი გოგნაძის მემორიალთან იმყოფებოდნენ. მათ გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გმირთა ნათელ ხსოვნას.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ასევე ყვავილებით შეამკეს სოფელ ძევრში უშანგი სოფრომაძის მემორიალი, ხოლო სოფ. კვახჭირსა და ჭოგნარში გიგა სახელაშვილისა და ბადრი ბასილაძის საფლავებს მიაგეს პატივი. ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათ ოჯახებს ფულადი დახმარება გადაეცა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში თერჯოლიდან 5 მებრძოლი დაიღუპა: ვალერი გოგნაძე, უშანგი სოფრომაძე, გიგა სახელაშვილი, ბადრი ბასილაძე და ალია ბარდაველიძე. საქართველო არასოდეს დაივიწყებს მისი ნათელი მომავლისთვის დაღუპულ გმირებს.


ნანახია: 2974-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში თერჯოლიდან 5 მებრძოლი დაიღუპა.
2008 წლის ომში დაღუპულთა მემორიალთან ჯარისკაცები და გმირთა დედებიც მივიდნენ.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში იმერეთიდან 34 მებრძოლი დაიღუპა.
ქუთაისში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაგეს.

ამინდი